2022 წელს საქართველოს ექსპორტი 32%-ით გაიზარდა

2022 წელს საქართველოს ექსპორტი 32%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, საქართველოს საქონლის ექსპორტი 32%-ით (1.4 მილიარდი დოლარით), ხოლო იმპორტი 33%-ით (3.4 მილიარდი დოლარით) გაიზარდა. სავაჭრო ბრუნვამ კი 19 მილიარდი დოლარი შეადგინა.

2022 წელს ჯამში 5.6 მილიარდი დოლარის ექსპორტი და 13.5 მილიარდი დოლარის იმპორტი განხორციელდა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 7.9 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2 მილიარდი დოლარით მეტია.

ცალკე აღებულ დეკემბრის თვეში ექსპორტი 32%-ით გაიზარდა და 556 მლნ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 31%-ით გაიზარდა და 1.4 მილიარდი დოლარი შეადგინა.

საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 20 იანვარს გამოქვეყნდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *