2022 წლის უმსხვილესი გარიგებები, შესყიდვები და შერწყმები

2022 წლის უმსხვილესი გარიგებები, შესყიდვები და შერწყმები

გასული 2022 წელი გლობალური ბირჟებისა და კომპანიებისთვის გამოწვევებით აღსავსე აღმოჩნდა. მიუხედავად მსოფლიო მასშტაბით მკვეთრად გაუარესებული მაკროეკონომიკური მდგომარეობისა, რამდენიმე მსხვილი საერთაშორისო კომპანია არ მოერიდა გაფართოების სტრატეგიის განხორციელებას და სხვა კომპანიის შეძენა გადაწყვიტა.

გთავაზობთ 2022 წლის უმსხვილეს გარიგებებს, შერწყმებსა და შესყიდვებს:

1. Microsoft x Activision-Blizzard | $69 მლრდ

რეიტინგის სათავეში ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Microsoft-ია, რომელმაც გასულ წელს ვიდეოთამაშების მწარმოებელი სტუდია Activision-Blizzard-ი რეკორდულ 69 მილიარდ დოლარად შეიძინა.

აღნიშნული ტრანზაქციის წყალობით, Microsoft-ი კომპიუტერული თამაშების გლობალური ინდუსტრიის რიგით მეორე უმსხვილესი მოთამაშე გახდა, რა თქმა უნდა, კომპანია Sony-ს შემდეგ.

საგულისხმოა, რომ გარიგების დეტალებს ამჟამად ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის კონკურენციის სამსახურები სწავლობენ და არ არის გამორიცხული, რომ Microsoft-ს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევის გამო სანქცია დაეკისროს.

Activision-Blizzard-ი ისეთ საკულტო თამაშებს ფლობს, როგორიცაა: Call of Duty, Warcraft, Overwatch-ი და Diablo.

2. Broadcom x VMWare | $61 მლრდ

გასული წლის რიგით მეორე უმსხვილესი გარიგებაც ტექნოლოგიურ ინდუსტრიას უკავშირდება, კერძოდ, ნახევარგამტარი ჩიპების მწარმოებელმა Broadcom-მა კომპანია VMWare-ის 61 მილიარდ დოლარად შესყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.

VMWare-ი კომპიუტერული პროგრამებისა და Cloud-სერვისების უზრუნველყოფის სექტორის ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა, Broadcom-ი კი ტექნოლოგიურ-ინფრასტრუქტურული ბაზრის გიგანტი, რომელიც კონკურენციას Cisco-სა და Qualcomm-ს უწევს.

გარიგება ოფიციალურად 2023 წლის მეორე ნახევარში უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც კომპანია Broadcom-ი VMWare-ის ექსკლუზიურ სერვისებთან და რესურსებთან მიიღებს წვდომას.

3. ილონ მასკი x Twitter | $44 მლრდ

გასულ წელს მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა მეწარმემ, ილონ მასკმა ამერიკული სოციალური ქსელი Twitter-ი 44 მილიარდ დოლარად შეიძინა, რაც კერძო პირის მიერ განხორციელებული რეკორდული ტრანზაქციაა.

გარიგების დასრულების შემდეგ, მასკი Twitter-ის მფლობელი და ერთპიროვნული მმართველი გახდა. მისი გადაწყვეტილებით, კომპანიის დატოვება თანამშრომლების თითქმის 70%-ს უკვე მოუწია.

ილონ მასკის განცხადებით, მისი მიზანი ახალი სუპერ აპის, “X”-ის შექმნაა, რომელიც Twitter-ის 300-მილიონიან მომხმარებელთა ბაზაზე დაშენდება.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად მსოფლიოს უმდიდრესი მეწარმის სტატუსისა, მასკს Twitter-ის შესაძენად საჭირო თანხა ნაღდი ფულის სახით არ ჰქონდა, ამიტომაც მას გასულ წელს 40 მილიარდი დოლარის ღირებულების Tesla-ს აქციების გაყიდვა და თითქმის $15 მილიარდის ვალის აღება მოუწია.

4. Oracle x Cerner | $29 მლრდ

2022 წელს პროგრამული უზრუნველყოფის გიგანტმა, Oracle-მა 29 მილიარდ დოლარად კომპანია Cerner-ის შეძენის გადაწყვეტილება მიიღო.

Oracle-ის Cerner-ით დაინტერესება იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ აღნიშნული კომპანია ჯანდაცვის ინდუსტრიაში რევოლუციის მოხდენას და სამედიცინო მომსახურებაში ტექნოლოგიური პლატფორმებისა და სერვისების ინტეგრირებას გეგმავს.

მოგეხსენებათ, რომ Cloud-სერვისებისა და პროგრამული უზრუნველყოფის სექტორში Oracle-ი ერთ-ერთი უმსხვილესი გლობალური მოთამაშეა, ჯანდაცვის ინდუსტრია კი სწორედ ის სფეროა, სადაც ანალიტიკოსები გაციფრულების უდიდეს პოტენციას ხედავენ, Oracle-ს კი არ სურს კონკურენტებს ჩამორჩეს და მომდევნო ტექნოლოგიურ რევოლუციას მოუმზადებელი დახვდეს.

5. Kroger x Albertsons | $25 მლრდ

2022 წელის რიტეილ სექტორის უმსხვილესი გარიგება ამერიკული სუპერმარკეტების ქსელების, Kroger-ისა და Albertsons-ის შერწყმას უკავშირდება, აღნიშნული გარიგების მოცულობამ 25 მილიარდი დოლარი შეადგინა და ის აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილმასშტაბიანი შერწყმაა, რომელიც რიტეილ სექტორში მომხდარა.

კომპანიების შერწყმის მიზანი მათი უპირატესობების გაერთიანება და ერთიანი ძალისხმევით ბაზრის უმსხვილესი მოთამაშისთვის, Walmart-ისთვის კონკურენციის გაწევაა.

აღსანიშნავია, რომ გარიგებას ამჟამად ამერიკის კონკურენციის სააგენტო სწავლობს, რადგან ის ბაზარზე კონცენტრაციის გაჩენის რისკებს შეიცავს.

დატოვე კომენტარი

29 კომენტარი

  1. Do you have a spam problem on this blog; I also am a blogger, and I was wanting toknow your situation; we have developed some nice practices andwe are looking to swap strategies with other folks, pleaseshoot me an email if interested.

  2. Hi there just wanted to give you a quick heads up. The text in your content seem to be running off the screen in Opera. I’m not sure if this is a formatting issue or something to do with internet browser compatibility but I thought I’d post to let you know. The layout look great though! Hope you get the problem resolved soon. Kudos

  3. I wish to show my appreciation to this writer just for bailing me out of such a predicament. As a result of looking through the world wide web and finding tricks that were not helpful, I figured my life was well over. Being alive devoid of the strategies to the problems you’ve solved all through your main short article is a serious case, and those which could have in a negative way damaged my career if I hadn’t come across your web site. Your main competence and kindness in controlling every aspect was very helpful. I am not sure what I would have done if I hadn’t discovered such a thing like this. It’s possible to at this time look forward to my future. Thanks for your time so much for the skilled and results-oriented help. I will not hesitate to endorse your web blog to anyone who will need care about this subject.

  4. This is the suitable blog for anybody who needs to find out about this topic. You notice a lot its almost onerous to argue with you (not that I truly would want…HaHa). You positively put a new spin on a subject thats been written about for years. Nice stuff, simply great!

  5. I cherished as much as you’ll obtain carried out proper here. The cartoon is tasteful, your authored material stylish. nevertheless, you command get got an edginess over that you want be handing over the following. sick undoubtedly come more in the past once more since exactly the same nearly very continuously inside case you protect this hike.

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *