Colliers Georgia-მ 2023 წლის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის კვლევა გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, გასულ წელს ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 15,826 ერთეული შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 9%-ით შემცირებული მაჩვენებელია. შედეგად, ბაზრის ზომა 6%-ით, 690 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდა.
უფრო კონკრეტულად, 2023 წელს ბათუმში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 8%-იანი კლება ფიქსირდება, ძველ პროექტებში კი 2022 წელთან შედარებით მაჩვენებელი 15%-ით შემცირდა.
Colliers Georgia-ს მონაცემებით, ამავე პერიოდში, ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2022 წელთან შედარებით 13%-ით გაიზარდა. ძველი ბინების შემთხვევაში კი ზრდამ 8% შეადგინა.