ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა გასული წელი შეაჯამა და მას დაწესებულების არსებობის განმავლობაში ისტორიული უწოდა.
როგორც ირკვევა, 2023 წლის განმავლობაში დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 1,671,016 მგზავრს მოემსახურა. ეს 2022 წლის მაჩვენებელთან შედარებით 103%-ით გაზრდილი მონაცემია.
გარდა ამისა, გასული წლის განმავლობაში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მთლიანობაში 5,040 რეისი შესრულდა. ამ შემთხვევაში კი 2022 წელთან შედარებით მაჩვენებელი 57%-ით არის გაზრდილი.