2023 წელს რუსეთის ბიუჯეტში ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები 24%-ით, 8.822 ტრილიონ რუბლამდე (99.4 მილიარდი აშშ დოლარი) შემცირდა. ინფორმაციას Reuters-ი ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
შემოსავლის კლება ნავთობის ფასებისა და ევროპაში გაყიდვების შემცირებამ განაპირობა, თუმცა კვლავ შეადგინა მთლიანი საბიუჯეტო შემოსავლების 34%.
რუსეთის მთავრობის განცხადებით, შემოსავალი 11.5 ტრილიონ რუბლამდე აღდგება 2024-ში, რამეთუ ქვეყანამ მოახერხა ნავთობის გადამისამართება ჩინეთისა და ინდოეთის ბაზარზე.
ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, ალექსანდრ ნოვაკმა კი განაცხადა, რომ გასული წლის დეკემბერში რუსეთიდან ექსპორტში ევროპის წილი 40-50%-დან 4-5%-მდე შემცირდა.
აღსანიშნავია, რომ შემოსავლების შემცირებაზე გავლენა მოახდინა დასავლურმა სანქციებმა, ფასის ჭერმა და ზღვით ნავთობის ექსპორტის ემბარგომ, ასევე Nord Stream-ის გაზის მილსადენის გადაკეტვამაც.
ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, მხოლოდ დეკემბერში შემოსავალი წლიურად 311.2 მილიარდი რუბლით შემცირდა.