საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში იმპორტით შემოვიდა 547.7 ტონა ვაზელინი, რომლის ღირებულებამაც 757.3 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.
წინა წელთან შედარებით, შემოტანილი პროდუქციის წონა 15.2%-ით, ხოლო ღირებულება 35.2%-ითაა შემცირებული.
მომწოდებლებს შორის პირველ ადგილზეა რუსეთი, სადაც ქართველმა იმპორტიორებმა 390 ტონა ვაზელინი 477.1 ათას აშშ დოლარად იყიდეს.
საიმპორტო ქვეყნების ხუთეული ამგვარია:
- რუსეთი – 390 ტონა (477.1 ათასი აშშ დოლარი);
- ირანი – 88.3 ტონა (103 ათასი აშშ დოლარი);
- ინდოეთი – 27.5 ტონა (37.5 ათასი აშშ დოლარი);
- ბულგარეთი – 10 ტონა(19.9 ათასი აშშ დოლარი);
- ჩინეთი – 7.5 ტონა (14.7 ათასი აშშ დოლარი).
აღსანიშნავია, რომ 2022 წელთან შედარებით რუსეთიდან ვაზელინის იმპორტი მცირედითაა შემცირებული.
ცნობისთვის, ისტორიაში ყველაზე მეტი ვაზელინი საქართველოს 2013-14 წლებში დასჭირდა. კერძოდ, 2013 წელს ქვეყანაში შემოტანილ 3,550 ტონა საქონელში იმპორტიორებმა 4.2 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადეს, 2014-ში კი – 2,089 ტონაში 2.7 მილიონი აშშ დოლარი.
განსხვავებით 2023-ისგან, ამ წლებში უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ირანი იყო – 2013 წელს მისი წილი 81%-ს, 2014-ში კი 60%-ს შეადგენდა.
საინტერესო ისიც, რომ 2013-14 წლებში საქართველოდან ვაზელინის ექსპორტიც მაღალ ნიშნულზეა, 2013-ში 3.9 მილიონ აშშ დოლარს, ხოლო 2014-ში – 2.3 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. როგორც ჩანს, ქვეყნიდან რეექსპორტი განხორციელდა.
ამ პერიოდში საექსპორტო ქვეყნების სიაში პირველ ადგილს ნიგერია იკავებს – 2013 წელს მისი წილი 87.2%-ია, 2014 წელს კი 85%.