საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მთლიანი შიდა პროდუქტისა და ეროვნული ანგარიშების მონაცემები განაახლა.
საქსტატი წერს, რომ ეროვნული ანგარიშები, მათი შედგენის მეთოდების კომპლექსურობიდან გამომდინარე, რეგულარულ გადასინჯვას ექვემდებარება, რაც წინასწარ შედგენილი კალენდარული გეგმის მიხედვით, სხვადასხვა პერიოდულობით ხორციელდება.
გადაანგარიშებული მონაცემებით, 2023 წელს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მოცულობა მიმდინარე ფასებში 80.2 მილიარდ ლარს შეადგენდა ნაცვლად 79.7 მილიარდი ლარისა, ხოლო მშპ ერთ სულზე 8,170 აშშ დოლარი იყო ნაცვლად 8,112 აშშ დოლარისა.
საქსტატმა შეცვალა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელიც – გასულ წელს ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.5% შეადგინა. წინა მონაცემების მიხედვით, ეს მაჩვენებელი 7%-ს უტოლდებოდა.