2023 წელს უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიების აქციები მკვეთრად გაიზარდა

2023 წელს უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიების აქციები მკვეთრად გაიზარდა

2022 წლის დაღმასვლის შემდეგ, მსოფლიოს უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიებისთვის, Big Tech-ისთვის და მათი მეწილეებისთვის 2023 ურიგო არ გამოდგა.

უმსხვილესი შვიდეულის რიგებს შეუერთდნენ კომპანიები Tesla და Nvidia. დანარჩენი ხუთი Apple-ი, Alphabet-ი, Microsoft-ი, Meta და Amazon-ია.

Statista-ს მონაცემებით, ამ შვიდეულის აქციების ღირებულება 2023 წელს მკვეთრად გაიზარდა და მნიშვნელოვნად ჩამოიტოვა ბაზარზე არსებული დანარჩენი კომპანიები.

მაგალითისთვის, Nvidia-ს აქციების ღირებულება 240 პროცენტით გაიზარდა, ხოლო შემოსავალი წლის ბოლო ორ ფისკალურ კვარტალში – 101 და 206 პროცენტით, რაც ხელოვნური ინტელექტის პოპულარობის მკვეთრმა ზრდამ განაპირობა.

გასამმაგდა 2022 წელს საგრძნობლად დაზარალებული Meta-ს აქციების ღირებულებაც და თითქმის 2021 წლის ისტორიულ მაქსიმუმს დაუახლოვდა.

რაც შეეხება დანარჩენ ტექნოლოგიურ გიგანტებს, მათ 2022 წლის ჩავარდნის შემდეგ ძალები ბოლომდე ვერ აღიდგინეს, განსაკუთრებით კი Tesla-მ, რომლის აქციების ღირებულებაც მისსავე პიკთან შედარებით 30 პროცენტითაა შემცირებული.

მსოფლიოს უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიების აქციების ღირებულების ცვლილება 2023 წელს

წყარო: Statista