2023 წელს აუქციონებზე ტოპ-100 ლოტის საერთო ღირებულებამ $2.4 მილიარდი შეადგინა. ეს შესამჩნევი ვარდნაა 2022 წლის $4.1 მილიარდთან შედარებით. 2023 წელს $100 მილიონზე მეტად მხოლოდ ორი ხელოვნების ნიმუში გაიყიდა – პაბლო პიკასოს „Femme à la montre“ და გუსტავ კლიმტის „Dame mit Fächer“. შედარებისთვის, 2022 წელს $100 მილიონზე მეტი ექვს ნამუშევარში გადაიხადეს.
აქვე აღსანიშნავია, რომ 2023 წლის აუქციონებზე 50 ყველაზე ძვირად გაყიდული ხელოვნების ნიმუშიდან სამის ავტორი ქალია – ლუიზ ბურჟუა, ჯორჯია ო’კიფი და ჯოან მიტჩელი. 2022 წელს ტოპ-50-ში ქალი ხელოვანის არცერთი ნამუშევარი არ შესულა.
2023 წელს აუქციონებზე ყველაზე ძვირად გაყიდული ხელოვნების ნიმუშების ათეულში შემავალი ნამუშევრებიდან ექვსი Christie’s-მა გაყიდა, დანარჩენი ოთხი კი Sotheby’s-მა. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ტოპ-10-ში ერთი მხატვრის ორი ნამუშევარი მოხვდა. საუბარია ავსტრიელ სიმბოლისტ გუსტავ კლიმტზე და მის ფერწერულ ტილოებზე: „Dame mit Fächer“ და „Insel im Attersee“.
ცნობისთვის, 2022 წლის საუკეთესო შედეგი ენდი უორჰოლის, „Shot Sage Blue Marilyn“-ს (1964 წელი) ეკუთვნის, რომელშიც Christie’s-ის აუქციონზე $195 მილიონი გადაიხადეს. 2023 წლის სიის ლიდერი ნამუშევარი კი დაახლოებით $139 მილიონად გაიყიდა.
წარმოგიდგენთ 2023 წელს აუქციონებზე ყველაზე ძვირად გაყიდული ხელოვნების ნიმუშების ათეულს:
- ანრი რუსო „Les Flamants“ (1910) – $43,535,000
აუქციონი: Christie’s

- ვასილი კანდინსკი „Murnau mit Kirche II“ (1910) – £37,196,800 ($44,758,691)
აუქციონი: Sotheby’s

- მარკ როტკო , უსათაური (1955) – $46,410,000
აუქციონი: Christie’s

- რიჩარდ დიბენკორნი „Recollections of a Visit to Leningrad“ (1965) – $46,410,000
აუქციონი: Christie’s

- ფრენსის ბეკონი „Figure in Movement“ (1976) – $52,160,000
აუქციონი: Christie’s

- გუსტავ კლიმტი „Insel im Attersee“ (1901) – $53,188,500
აუქციონი: Sotheby’s

- ჟან-მიშელ ბასკია „El Gran Espectaculo“ (1983) – $67,110,000
აუქციონი: Christie’s

- კლოდ მონე „Le bassin aux nymphéas“ (1919) – $74,010,000
აუქციონი: Christie’s

- გუსტავ კლიმტი „Dame mit Fächer“ (1917) – £85,305,800 ($106,756,354)
აუქციონი: Sotheby’s

- პაბლო პიკასო „Femme à la montre“ (1932) – $139,363,500
აუქციონი: Sotheby’s
