ქართველ მომხმარებელს 2023 წლის ტოიოტა კოროლას და კოროლა ქროსის შეძენა ტოიოტას ოფიციალურ დილერებთან უკვე შეუძლიათ: ტოიოტა ცენტრ თბილისში, ტოიოტა ცენტრ თეგეტასა და ტოიოტა ცენტრ ბათუმში.
კოროლას ოჯახის ორი ახალი მოდელი ტოიოტა კავკასიამ ქართველ, აზერბაიჯანელ და სომეხ ჟურნალისტებს აჭარის რეგიონში გააცნო.
ჟურნალისტებმა თავად მართეს ახალი ავტომობილები გზის განსხვავებულ მონაკვეთებზე და საკუთარ თავზე გამოეცადეს ყველა ის გაუმჯობესება თუ სიახლე, რასაც ტოიოტა 2023 წელს ამ ავტომობილებში გვთავაზობს.
ტოიოტა კოროლა უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია იწარმოება და ის მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი მოდელია. 1966 წლიდან დღემდე კოროლას 12 თაობა გამოვიდა და ამ პერიოდში ჯამში 50 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული.
კოროლა ქროსის მოდელის შექმნის მთავარი კონცეფცია არის Corolla Meets SUV. ეს არის ლეგენდარული კოროლას SUV ვერსია. ტოიოტა კოროლა ქროსი, ისევე როგორც ტოიოტა კოროლა აგებულია კარგად გამოცდილ TNGA GA-C პლატფორმაზე და აღჭურვილია უახლესი მე-5 თაობის ჰიბრიდული თვითდამუხტვადი ელექტრო სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს მეტ სიმძლავრეს და ეფექტურობას საწვავის ეკონომიისა და CO-ის გამოფრქვევის თვალსაზრისით.
კოროლა ქროსის ძრავის სისტემური სიმძლავრე 197 ცხენის ძალა და ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის გასავითარებელდ 7,61 წამი დასჭირდება.
Corolla Cross აღჭურვილია ტოიოტას უახლესი უსაფრთხოების სისტემით Toyota T-Mate-ით, რომელიც საკუთარ თავში აერთიანებს უსაფრთხოების პაკეტს, აქტიური მართვისა და პარკირების დამხმარე სისტემებს. ეს აადვილებს და კიდევ უფრო უსაფრთხოს ხდის ავტომობილის მართვას.
მეხუთე თაობის ჰიბრიდული სისტემის სრულყოფა მოიცავს მართვადობის გაუმჯობესებას. აღსანიშნავია, რომ მძღოლისთვის საგრძნობია გაუმჯობესებული ურთიერკავშირი აჩქარების სატერფულის გამოყენებასა და ავტომობილის რეაგირებას შორის. ავტომობილის რეაგირება უფრო თანმიმდევრული, პროგნოზირებადი და კონტროლირებადია.
ავტომობილი მორგებულია მართვის ევროპულ სიტუაციებს, როგორებიცაა: ხშირი დაძვრა-გაჩერება ავტომობილით გადაადგილებისას და სიჩქარის ლიმიტების ხშირი ცვლილებები.
აჩქარება ასევე ადაპტირდება აღმართ-დაღმართზე მგზავრობისას, ხდება ძრავის მაბრუნი მომენტების სინქრონიზაცია მძღოლის მოქმედებებთან, რაც უფრო ბუნებრივ შეგრძნებებს და მართვის სიმარტივეს უზრუნველყოფს.
ექსტერიერი: წინა მხარეს აღსანიშნავია მასიური წინა ცხაური მასში ჩამჯდარი ლოგოთი, ასევე SUV-ისთვის დამახასიათებელი ქვედა დამცავი და შეუღებავი საშხეფარი.
SUV-ის დამახასიათებელი ნიშნები ავტომობილის გვერდებზეც გრძელდება, შავი ელემენტი კარის ზღურბლებს მიუყვება და უკან, საბარგულთან კრავს წრეს. სახურავის ხაზი კი ავტომობილის უკანა ნაწილისკენ რბილად იხრება.
ავტომობილის სიგრძე 4460 მმ, სიგანე 1825 მმ, სიმაღლე 1620 მმ, ხოლო თვლების ბაზა კი 2640 მმ-ია. თავისი ზომებით ის ევროპული C-SUV სეგმენტს ეკუთვნის; Toyota-ს სამოდელო ხაზში კი Corolla Cross დგას C-HR-სა და RAV4-ს შორის. ეს არის საოჯახო ავტომობილი ყველასთვის – ის იდეალური ავტომობილია დაოჯახებული წყვილებისთვის, რომელთაც ყავთ პატარა შვილები.
ინტერიერი: ინტერიერი შექმნილია ყოველდღიური პრაქტიკულობისთვის. ეს არის მსუბუქი, ღია სივრცე, კარგი ხილვადობით ყველა მგზავრისთვის, დიდი გვერდითი ფანჯრებით და მძღოლისთვის საუკეთესო ხილვადობით.
კოროლა ქროსის საბარგული ტევადი და ფართო კარის ხარჯზე ადვილად მისადგომია, რასაც ასევე ამარტივებს საბარგულის კარის გაღების სესნორული სისტემა. საბარგულის ტევადობა 436 ლიტრია, რომელიც უკანა სავარძლების დაკეცვის შემთხვევაში მაქსიმუმ 1359 ლიტრამდე შეიძლება გავზარდოთ.
ავტომობილის კორპუსის სიმაღლე და კარების დიდი ღიობები ავტომობილში წვდომას მაქსიმალურად ამარტივებს და კომფორტულს ხდის, მაგალითად, თუ გჭირდებათ ბავშვის სავარძლის ჩადგმა ან ამოღება ავტომობილიდან.
სალონში ბევრი სათავსო წერტილია სხვადასხვა ნივთების განსათავსებლად, ასევე USB-A პორტი და უკაბელო დამტენი წინა კონსოლში და ორი USB-C პორტი უკანა მგზავრებისთვის.
2023 წლის სედან კოროლაში კი განახლებებია როგორც ავტომობილის ექსტერიერში, ასევე ინტერიერსა და ტექნოლოგიებში.
ექსტერიერი: ექსტერიერი კონცეპტუალურად არ შეცვლილა – წარმოდგენილ ავტომობილში განახლებულია რადიატორის ცხაურა, სანისლე ფარების ბუდე და აქვს ახალი დისკების უფრო მრავალფეროვანი არჩევანი. ექსტერიერი ახალი ფერითაა (Midnight Teal) გამდიდრებული, რაც არქიტექტურის, პროდუქტების დიზაინისა და მოდის თანამედროვე ტენდენციებს ასახავს.
ტექნიკური განახლება: მთავარი სიახლე სწორედ ავტომობილის ტექნიკური განახლებაა -მნიშვნელოვნად შეიცვალა ძრავა და ელექტროამძრავი, რაც ავტომობილში მეტ სიმძლავრეს, ეფექტურობას, უკეთეს მართვადობასა და ნაკლები CO2-ის გამოყოფას უზრუნველყოფს. შიგა წვის ძრავის მოცულობა ისევ 1.8 ლიტრია, თუმცა კოროლა იქნება პირველი ტოიოტა, რომელიც აღჭურვილი იქნება ახალი მე-5 თაობის ჰიბრიდული. ძრავის სისტემური სიმძლავრე 140 ცხენის ძალა იქნება და ახალ კოროლას ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის გასავითარებელდ 9,2 წმ დასჭირდება, ეს მაჩვენებელი წინა მოდელთან შედარებით 1,7 წმ-ით გაუმჯობესდა.
ინტერიერი: სალონის მთავარი სიახლე არის მაღალი გარჩვეადობის მქონე 10,5 დუიმიანი მულტიმედა მონიტორი, რომელიც აღჭურვილია ნათების საწინააღმდეგო ეკრანით – ეს უზრუნველყოფს შესანიშნავ ხილვადობას ყველანაირი განათების პირობებში. ტოიოტა კოროლა აღჭურვილია უსადენო დაკავშირების ფუნქციით, რაც მძღოლს საშუალებას აძლევს კომფორტულად ისარგებლოს Android Auto ან Apple CarPlay ფუნქციით.
ავტომობილის ყველა კომპლექტაცია ასევე აღჭურვილია 12,3 დუიმიანი სრულიად ციფრული მაჩვენებელთა დაფით, რომლის პერსონალიზაციაც მძღოლს შეუძლია როგორც შინაარსის, ასევე ვიზუალის მიხედვით.
შეძენამდე ავტომობილის გამოცდა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ტესტ-დრაივზე ჩასაწერად მიმართეთ ტოიოტას ოფიციალურ დილერებს: ტოიოტა ცენტრ თბილისს, ტოიოტა ცენტრ თეგეტასა და ტოიოტა ცენტრ ბათუმს.
დატოვე კომენტარი