2024 წლის ყველაზე შემოსავლიანი საკონცერტო ტურნეები

მიმდინარე წელი განსაკუთრებით წარმატებული ამერიკელი მომღერლისთვის, ტეილორ სვიფტისთვის აღმოჩნდა. 34 წლის პოპვარსკვლავმა მილიარდერის სტატუსი მოიპოვა, რაც, უმეტესწილად, სვიფტის მრავალთვიანი საკონცერტო ტურნეს – Eras Tour-ის დამსახურებაა.

Forbes-ის შეფასებით, მხოლოდ 2024 წელს, ტურნეს ფარგლებში, სვიფტმა 65 კონცერტი ჩაატარა – ევროპის, აზიისა და ოკეანეთის მასშტაბით. ამ კონცერტების საშუალებით სვიფტის ტურნემ $1.15 მილიარდი (გადასახადების გარეშე) გამოიმუშავა. Forbes-ის მონაცემებით, ამჟამად ტეილორ სვიფტის ქონება $1.6 მილიარდს აღწევს, რაც მას ყველაზე მდიდარ მომღერალ ქალად აქცევს.

მიმდინარე წელი, სვიფტთან ერთად, მოგებიანი აღმოჩნდა სრულიად მუსიკალური ინდუსტრიისთვის. Pollstar-ის ანგარიშით, წლიურ ჭრილში, გაიზარდა როგორც გაყიდული ბილეთების რაოდენობა, ასევე ჩატარებული შოუების რიცხვი და შემსრულებლების შემოსავლები. გარდა ამისა, 2024 წელს დაფიქსირდა ისტორიულად ყველაზე მაღალი საშუალო ფასი თითო ბილეთზე – $127.

საერთო ჯამში, იანვარ-აგვისტოს პერიოდში, 10 საუკეთესო შოუდან მომღერლების კოლექტიურმა შემოსავალმა $3 მილიარდს გადააჭარბა. ეს მონაცემი 10%-ით  მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. წლის სხვა გამორჩეულ შემსრულებლებს შორის მოხვდა Coldplay-ც. Music of the Spheres-ტურნემ ჯგუფს დაახლოებით $131 მილიონის შემოსავალი მოუტანა, ხოლო მილიარდერმა ბრიუს სპრინგსტინმა $101 მილიონი გამოიმუშავა. Forbes-ის შეფასებით, ამჟამად სპრინგსტინის ქონების ღირებულება $1.2 მილიარდს აღწევს.

მეთოდოლოგია:

რეიტინგში მონაცემები 2024 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდისთვისაა წარმოდგენილი. თანხა დათვლილია დაბეგვრამდე, თუმცა გამოკლებული აქვს წარმომადგენლობის საფასური – მენეჯერები, იურისტები, აგენტები – და ტურის საოპერაციო ხარჯები. წყაროები მოიცავს Billboard-ისა და Pollstar-ის მონაცემებს, ასევე ინტერვიუებს ინდუსტრიის ექსპერტებთან და ანალიტიკოსებთან.

2024 წლის ყველაზე შემოსავლიანი საკონცერტო ტურნეები:

ტეილორ სვიფტი

The Eras Tour | შოუების რაოდენობა: 65

2024 წლის შემოსავალი ტურნესთვის: $1.15 მილიარდი | არტისტისთვის: $400 მილიონი.

ზაკ ბრაიანი

Quittin’ Time Tour | შოუების რაოდენობა: 63

2024 წლის შემოსავალი ტურნესთვის: $318 მილიონი | არტისტისთვის: $113 მილიონი.

Coldplay

Music of the Spheres Tour | შოუების რაოდენობა: 40

2024 წლის შემოსავალი ტურნესთვის: $302 მილიონი | არტისტისთვის: $131 მილიონი.

P!nk

Trustfall Tour | შოუების რაოდენობა: 44

2024 წლის შემოსავალი ტურნესთვის:  $267 მილიონი | არტისტისთვის: $87 მილიონი.

ბრიუს სპრინგსტინი

Springsteen and E Street Band 2024 Tour  | შოუების რაოდენობა: 36

2024 წლის შემოსავალი ტურნესთვის: $250 მილიონი | არტისტისთვის: $101 მილიონი.

Bad Bunny

Most Wanted Tour | შოუების რაოდენობა: 63

2024 წლის შემოსავალი ტურნესთვის: $208 მილიონი | არტისტისთვის: $76 მილიონი.

ლუკ კომბსი

Growin’ Up and Gettin’ Old Tour | შოუების რაოდენობა: 28

2024 წლის შემოსავალი ტურნესთვის: $167 მილიონი | არტისტისთვის: $54 მილიონი

მადონა

Celebration Tour | შოუების რაოდენობა: 47

2024 წლის შემოსავალი ტურნესთვის: $135 მილიონი | არტისტისთვის: $63 მილიონი

ჯასტინ ტიმბერლეიკი

Forget Tomorrow Tour | შოუების რაოდენობა: 33

2024 წლის შემოსავალი ტურნესთვის: $128 მილიონი | არტისტისთვის: $55 მილიონი

U2

UK:UV Achtung Baby Live Tour | შოუების რაოდენობა: 15

2024 წლის შემოსავალი ტურნესთვის: $86 მილიონი | არტისტისთვის: $51 მილიონი