როგორც ჩანს, ინდონეზიის ხელისუფლება 2060 წლამდე ნულოვანი ემისიების მიღწევის გეგმას სერიოზულად ეკიდება. ამაზე მიუთითებს აღმოსავლეთ აზიური ქვეყნის უკანასკნელი გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, 2025 წლისთვის, ინდონეზიური სახელმწიფო კომპანიები მხოლოდ ელექტრომობილებს გამოიყენებენ, – ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. საინტერესოა, რომ ინდონეზიის მთავრობა ავტობუსების სახელმწიფო ოპერატორების 3500-იანი ავტოპარკის ელექტრიფიკაციასაც გეგმავს.
„აუცილებელი არ არის, ყველა მანქანა შევიძინოთ – მათი ქირაობაც შეიძლება“, – განაცხადა ინდონეზიის სახელმწიფო კომპანიების მართვის მინისტრმა, ერიკ ტოჰირმა, რომელმაც დასძინა, რომ ზემოხსენებული მიზნის მისაღწევად კომპანიები სესხების აღებასაც შეძლებენ. „აღნიშნული მხოლოდ უფრო სუფთა ენერგიის წყაროსკენ სვლას კი არ ნიშნავს, არამედ იმასაც, რომ დამატებითი გადასახადები არ დაგვეკისრება“. შეგახსენებთ, რომ ინდონეზიაში 41 სახელმწიფო კომპანიაა, მაგრამ ქვეყნის ხელისუფლებას, 2024 წლისთვის, ამ რიცხვის 37-მდე შემცირება სურს.
ცნობისთვის გეტყვით, რომ ენერგომატარებლებთან დაკავშირებული ემისიების ერთი-მეოთხედი ინდონეზიის სატრანსპორტო სექტორზე მოდის – ამ მხრივ, მას მხოლოდ ენერგეტიკის სექტორი უსწრებს. საინტერესოა, რომ ინდონეზიის მთავრობა ამ მიმართულებითაც მუშაობს – ქვეყნის უდიდესი ნავთობმწარმოებელი, Pertamina Persero, განახლებადი ენერგიის არაერთი პროექტს ავითარებს.
დატოვე კომენტარი