30 სექტემბერს LEAF განათლების გამოფენაზე გეპატიჟებათ

30 სექტემბერს LEAF განათლების გამოფენაზე გეპატიჟებათ

21-ე საუკუნეში განათლების სფერო საგრძნობლად შეიცვალა. ძირითადი მიზეზი ცვალებადი სამუშაო ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილებაა. შესაბამისად, საზღვარგარეთ უნივერსიტეტისა თუ ნებისმიერი სასწავლო პროგრამის შერჩევა ამ სიახლეების გამო კიდევ უფრო გართულდა. უნდა გაითვალისწინო არაერთი მოთხოვნა. ხანდახან პროგრამის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიღებაც კი სირთულეს წარმოადგენს. გიწევს კომუნიკაცია მათ წარმომადგენლებთან ყველა დეტალზე, თუმცა საბოლოოდ არჩევანის გაკეთება მაინც რთულია.

საბედნიეროდ, არსებობს ამ პროცესის მარტივად მართვის გამოცდილი გზა.

საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულ პირებს კონსულტაციის მომსახურებას (College counseling) განათლების ცენტრი LEAF უკვე 15 წელია სთავაზობს, რაც მოიცავს ყველა პროცესს, დაწყებული პროგრამის მოძიებიდან დასრულებული დაფინანსების მოპოვებით. LEAF-ი 1000-ზე მეტ დაინტერესებულს დაეხმარა საზღვარგარეთ ჩაბარებასა და დაფინანსების მოპოვებაში.

LEAF-ის გუნდის მიზანია, რომ, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას მიაწვდინოს ინფორმაცია სხვადასხვა შესაძლებლობის შესახებ, გამომდინარე მათი ბიუჯეტიდან, მონაცემებიდან და სურვილებიდან. ცენტრში შეგიძლიათ საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად აუცილებელი სასერტიფიკატო გამოცდებისთვის (SAT, IELTS, TOEFL) მომზადებაც. სერვისები ხელმისაწვდომია ინგლისურ, ესპანურ ან გერმანულენოვან პროგრამებზე ჩასაბარებლად.

თუ საზღვარგარეთ სწავლას გეგმავ, აუცილებლად უნდა ეწვიო LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენას, რომელიც მასპინძლობს უნივერსიტეტებს მთელი მსოფლიოდან თბილისში და რომელიც საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გაიმართება.

რატომ უნდა მოხვიდე გამოფენაზე?

აქ სფეროს სპეციალისტები სრულიად უფასოდ გაგიზიარებენ შენთვის საჭირო ინფორმაციას; ერთ სივრცეში შეხვდები მაღალრეიტინგულ უნივერსიტეტებს ევროპიდან და ამერიკიდან; პირადად მათი წარმომადგენლებისგან მიიღებ ინფორმაციას სასწავლო პროგრამების, სტუდენტური პროექტების, დაფინანსებისა და საერთაშორისო კომპანიებთან მათი პარტნიორობის შესახებ, სადაც სამომავლოდ დასაქმების შანსიც გექნება. ეს ყოველივე გაგიმარტივებს არჩევანის გაკეთებასა და გადაწყვეტილების მიღებას. გამოფენაზე დასწრება და უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან კონსულტაციები არის სრულიად უფასო, საჭიროებს მხოლოდ რეგისტრაციას ბმულზე: https://logos.edu.ge/leaf/.

თუ საზღვარგარეთ სწავლით ხარ დაინტერესებული ეს შანსი არ უნდა გამოტოვო. გამოფენა გაიმართება 30 სექტემბერს, The Biltmore Tbilisi Hotel-ში 12:00 საათიდან 17:00 საათამდე.

გამოფენაზე მისულ სტუმრებს ბევრი სასიამოვნო სიახლე დახვდებათ განათლების ცენტრ LEAF-ის პარტნიორი კომპანიებისგან:

30 სექტემბერს გამოფენაზე შეიტყობ, როგორ მიიღო საჩუქრად ერთწლიანი სამოგზაურო დაზღვევა 50 000 ევროს ფარგლებში სადაზღვევო კომპანია არდისგან, ან 30%-იანი სასწავლო გრანტი Warsaw University of Business-გან. მოსული სტუმრებისთვის გემრიელი გარემოს შექმნაზე ვენური ყავის სახლი Julius Meinl და Red Bull იზრუნებენ, ასევე გათამაშდება სხვადასხვა შემეცნებითი თუ სახალისო საჩუქრებიც.

ასე რომ წინ ძალიან საინტერესო და სახალისო დღე გელოდება, ჩაინიშნე დრო და არ გამოტოვო ეს შანსი:

30 სექტემბერი, 12:00 – 17:00 სთ

თბილისი, The Biltmore Tbilisi Hotel

მონაწილეობის მისაღებად საჭიროა დარეგისტრირდეთ შემდეგ ბმულზე: https://logos.edu.ge/leaf/ მონაწილეობა უფასოა.

LEAF-ის განათლების გამოფენის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.

LEAF-ის განათლების გამოფენის საინფორმაციო მხარდამჭერია Entrepreneur Georgia.

LEAF-ის განათლების გამოფენის პარტნიორი კომპანიები:

გამოფენის ოფიციალური მზღვეველია სადაზღვევო კომპანია არდი

გამოფენის ფარგლებში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს Bene Exclusive.

განათლების გამოფენის ოქროს სპონსორია Transport and Telecommunication Institute – TSI, ხოლო ვერცხლის სპონსორია EKA University of Applied Sciences, Warsaw University of Business, American University in Bulgaria, IE University, Fort Hays State University – Academy of Mathematics & Science.

S