30 Under 30-ის 2023 წლის გამარჯვებულები გამოვლენილია

30 Under 30-ის 2023 წლის გამარჯვებულები გამოვლენილია

Forbes Georgia-მ პროექტ 30 UNDER 30-ის ფარგლებში საქართველოში 30 წლამდე ასაკის ლიდერები უკვე მეხუთედ შეარჩია. რჩეულთა სიაში ახალგაზრდები თავიანთი მიღწევების, რეპუტაციის, ლიდერობის უნარებისა და საკუთარ დარგში წარმატების პოტენციალის საფუძველზე მოხვდნენ.

გამარჯვებულთა სრული სია ფართო საზოგადოებისთვის 2023 წლის 2 ივნისს, დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ გახდება ხელმისაწვდომი.

ცნობისთვის, მიმდინარე წელს 30 Under 30-ზე 400-ზე მეტი აპლიკაცია დარეგისტრირდა. აპლიკაციების შეფასების შემდეგ, Forbes Georgia-ს სარედაქციო ჯგუფმა თითოეული კატეგორიისთვის  მოკლე სია  შეადგინა. საბოლოოდ კი, დამოუკიდებელი ჟიურის დახმარებით, Forbes-ის გლობალური მეთოდოლოგიის შესაბამისად, თითოეულ კატეგორიაში 5 გამარჯვებული გამოვლინდა.

დამოუკიდებელი ჟიური თითოეული კატეგორიისთვის შესაბამისი სფეროს პროფესიონალებისგან არის დაკომპლექტებული.

მედიისა და მარკეტინგის კატეგორია:
  • ლინდა პერეირა – Grupo L&I Communicacaios-ის მთავარი პარტნიორი და აღმასრულებელი დირექტორი.
  • ნინო ეგაძე – მარკეტინგის და სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტი, დიზაინ ინსტიტუტის დამფუძნებელი;
  • მარინა ვაშაყმაძე – „ევრონიუს ჯორჯიას“-ს ევროპული საბჭოს წევრი;
  • თინა სტამბოლიშვილი – ჯიპიაი ჰოლდინგის კომუნიკაციების დირექტორი;
  • ოსმან თურანი – თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის, „გურთიადის“ თავმჯდომარე;
კულტურისა და სტილის კატეგორია:
  • ლევან სონღულაშვილი – ხელოვანი;
  • თეონა ჯორბენაძე – სცენარისტი, კონცეპტArt-ის დამფუძნებელი;
  • ქეთი ჩხიკვაძე – დიზაინერი;
  • ტატო ახალკაციშვილი – მხატვარი;
  • ირინა პოპიაშვილი – თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის დამფუძნებელი და დეკანი.
ტექნოლოგიების კატეგორია:
  • ქეით ბუნინა – ვენჩერული არქიტექტი, მოდუს კაპიტალი;
  • გივი სართანია – EPAM საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი;
  • ავთანდილ კასრაძე – საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარე.
  • რუსკა ქურდოვანიძე – SPACE International-ის ტრაიბ ლიდი;
მეცნიერების კატეგორია
  • სოსო ბერიკაშვილი – კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანი;
  • რატი ღოლიჯაშვილი – ბიოქიმფარმის გენერალური დირექტორი;
  • სანდრო თარხანმოურავი – ოპტიმიზაციისა და ინოვაციის ჯგუფის დირექტორი საქართველოს უნივერსიტეტში, ფრანკლინის კლუბის დამფუძნებელი და განვითარების დირექტორი;
  • ნინო ენუქიძე – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) პროფესორი, დოქტორი და რექტორი;
  • ნანა დიხამინჯია – ციფრული ტრანსფორმაციის დირექტორი ალტე უნივერსიტეტში.
ანტრეპრენიორებისა და მეწარმეების კატეგორია:
  • მიხეილ ხიდურელი – „აწარმოე საქართველოში“, დირექტორი;
  • ნენსი ჯი ალენი – ფლორიდის ქალთა ბიზნეს საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი;
  • კრეიგ კრამერი – GULF GEORGIA-ს გენერალური დირექტორი;
  • ვანო ნაკაიძე – PETROCAS ENERGY GROUP-ის დამფუძნებელი;
  • ზაზა ფაჩულია – ანტრეპრენიორი, ინვესტორი, ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემიის დამფუძნებელი, Golden State Warriors (NBA)-ში ბიზნესისა და კალათბურთის დამაკავშირებელი.
ფინანსების კატეგორია:
  • ოთარ შარიქაძე – გალტ & თაგარტის მმართველი დირექტორი;
  • ნიკა ქურდიანი – თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე;
  • ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი.

 

პროექტის მთავარი პარტნიორი – თიბისი

პროექტის პარტნიორი – „გალფი

პროექტის ორგანიზატორი – „კონსიერჟ თბილისი

 

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *