Forbes Georgia უკვე მეოთხედ არჩევს 30 წლამდე ასაკის ლიდერებს საქართველოში. პროექტი 30 UNDER 30 იმ ახალგაზრდებს აჯილდოებს, რომლებიც თავიანთი გაბედულებით, ძალისხმევითა და ენთუზიაზმით აღწევენ წარმატებას და ქმნიან ჩვენი ქვეყნის მომავალს.
პროექტის ორგანიზატორები დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან ქართველი ახალგაზრდების მიერ შემოტანილი ასობით აპლიკაციის დამუშავებასა და შეფასებას. ამ მიზნის ირგვლივ უკვე მეოთხედ აერთიანებს Forbes Georgia სფეროს პროფესიონალებსა და ლიდერებს – სწორედ ჟიურის წევრების დახმარებით გამოვარჩევთ 30 წლამდე ასაკის იმ ნოვატორებს, რომლებიც არ უშინდებიან გამოწვევებს და მუდმივად დინების საწინააღმდეგოდ მიდიან, პოზიტიური ცვლილებებისა და დიდი შედეგების იმედით.
წელს მედიისა და მარკეტინგის კატეგორიის აპლიკაციებს ქვეყნის წამყვანი ბიზნესმედიების ხელმძღვანელები, დამფუძნებლები და მარკეტინგის პროფესიონალები შეაფასებენ. ისინი მზად არიან ინდუსტრიის ის ახალგაზრდა ლიდერები გამოავლინონ, რომლებიც მსოფლიოში მიმდინარე ტრენდებს ეხმიანებიან და საქართველოში შესაფერისი სტანდარტების შექმნაში მონაწილეობენ.
- გიორგი პოპიაშვილი – Miami AD School Tbilisi-ის დამფუძნებელი;
- ოსმან თურანი – თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე;
- შოთა დიღმელაშვილი – Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი;
- მაია მირიჯანაშვილი – Media Partners-ის დირექტორი და Forbes Georgia-ს გამომცემელი;
- გიორგი ისაკაძე – ტელეწამყვანი, Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი და BMG-ის რედაქტორი.
კულტურისა და სტილის კატეგორია აერთიანებს მუსიკას, ფერწერას, ლიტერატურას, თეატრს, კინოს, არქიტექტურას, დიზაინს, მოდასა და გართობას. შესაბამისად, კატეგორიის ჟიურიში წელს ვაერთიანებთ აღნიშნული ინდუსტრიების იმ წარმომადგენლებს, ვინც როგორც საქართველოს, ისე მსოფლიო მასშტაბით არიან აღიარებულნი და თავიანთი სფეროს მომავალს ქმნიან.
- ირინა პოპიაშვილი – თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის დამფუძნებელი და დეკანი;
- გურამ გვასალია – VETEMENTS-ის აღმასრულებელი დირექტორი;
- ნიკოლოზ რაჭველი – კომპოზიტორი, დირიჟორი, მუსიკალური პროდიუსერი, ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ელჩი საქართველოში;
- თამარ კვესიტაძე – მხატვარი და მოქანდაკე.
ჩვენი დაჯილდოება წარმოუდგენელია ტექნოლოგიების კატეგორიის გარეშე – ფინტექი, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ელექტრონული კომერცია. ამ დარგებში პროგრესი პანდემიის პირობებში უფრო დაჩქარდა და ტექნოლოგიების გავლენა და მნიშვნელობა მეტად წარმოჩნდა. წელს ამ კატეგორიის გამარჯვებულებს წარმატებული ტექნოლოგიური კომპანიებისა თუ პროდუქტების ავტორები და სტარტაპეკოსისტემის განვითარების გულმხურვალე მხარდამჭერები გამოავლენენ.
- გვანცა მურღვლიანი – TBC-ის ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელმძღვანელი;
- რუსკა ქურდოვანიძე – ციფრული ბანკი SPACE-ის Product Owner, Concierge Tbilisi-ის კომერციის ლიდი;
- ვახტანგ ცაბაძე – Grant Thornton-ის მმართველი პარტნიორი;
- ავთანდილ კასრაძე – GITA-ს თავმჯდომარე.
მეცნიერების როლი საზოგადოებრივ განვითარებაში მუდმივად მზარდია. ისინი ცდილობენ, სამყაროში გაჩენილ ყველა კითხვას უპასუხონ და კაცობრიობას ახალი ცოდნა დაუქვემდებარონ – სწორედ მაღალი სამეცნიერო პოტენციალის მქონე ახალგაზრდების გამოვლენაზე იქნება წელს კატეგორიის ჟიური ორიენტირებული.
- სოსო ბერიკაშვილი – კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანი;
- ნანა დიხამინჯია – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული და ელექტრული ინჟინერიის პროფესორი.
ანტრეპრენიორებისა და მეწარმეების კერძო ინიციატივას, ენთუზიაზმსა და გამორჩეულ ხედვას არა მხოლოდ ინდივიდუალური მოგება მოაქვს, არამედ საზოგადოების წინსვლასაც ემსახურება. შესაბამისად, აღნიშნული კატეგორიის გამარჯვებულების გამოვლენა წარმატებულ ქართველ მეწარმეებს, ანტრეპრენიორებსა და გამორჩეულ ბიზნესებს მივანდეთ.
- ქრეიგ კრამერი – Gulf Georgia-ს გენერალური დირექტორი;
- ვანო ნაკაიძე – Petrocas Energy Group-ის აღმასრულებელი დირექტორი;
- მიხეილ ხიდურელი – „აწარმოე საქართველოში“, დირექტორი;
- თამაზ დუნდუა – ელკანას პროგრამის ხელმძღვანელი;
- ნინო ენუქიძე – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი;
- ლუკა კაპანაძე – MEAMA-ს გენერალური დირექტორი.
30 UNDER 30-ის რჩეულ ახალგაზრდებს ერთი რამ აერთიანებთ – ისინი ქმნიან ჩვენი ქვეყნის მომავალს – ზოგიერთმა შეუძლებელი შეძლო და გამოწვევებით სავსე პერიოდში ბიზნესი წამოიწყო, ზოგს დაავადებასთან ბრძოლაში შეაქვს წვლილი, ზოგიც თავისი იდეით ხვალის მოთხოვნებს დღეს პასუხობს. თუმცა, ამ ყველაფერში ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია – ახალგაზრდების ენთუზიაზმსა და გამორჩეულ ხედვას არა მხოლოდ ინდივიდუალური მოგება მოაქვს, არამედ საზოგადოების წინსვლასაც ემსახურება.
პროექტში მოსახვედრად მარტივი სააპლიკაციო ფორმის შევსება და სარეკომენდაციო წერილის წარმოდგენაა საჭირო. 30 UNDER 30-ის 2021 წლის სიის შესადგენად განაცხადების მიღება 2021 წლის დეკემბერში დაიწყო და 2022 წლის 15 აპრილს დასრულდება – ამ სიაში საკუთარი ადგილის დასაკავებლად კი ახალგაზრდებს ერთ თვეზე ნაკლები დრო რჩებათ.
- პროექტის მთავარი პარტნიორი – თიბისი
- პროექტის პარტნიორი – „გალფი“
- პროექტის ორგანიზატორი – „კონსიერჟ თბილისი“
დამატებითი ინფორმაცია:
30 UNDER 30 | მედიაპლატფორმა და სააპლიკაციო განაცხადი
დატოვე კომენტარი