იცით, რომ 10 წლის წინ 3000 დოლარით აქვს დაწყებული “ლოპოტა”?
იცით და გახსოვთ, რომ 10 წლის წინ არც არსებობდა გეოგრაფიული ადგილი სახელად ლოპოტა?
იცით, რომ შვიდი ოთახით დაიწყო ლოპოტას ისტორია და იქ დღეს რეგიონში გამორჩეული ინფრასტრუქტურა და 200 სასტუმრო ოთახია?
საუბარია გოგა მაისურაძეზე – „ლოპოტას“, როგორც ბრენდის და კახეთის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათის შემქმნელზე, რომელსაც Forbes Georgia-ს აღმასრულებელმა რედაქტორმა გიორგი ისაკაძემ სტატია სათაურით – „გოგალენდი“ მიუძღვნა.
ისაკაძე მიმოხილვაში აღნიშნავს, რომ თავდაპირველად „ლოპოტას“ ბანკები სესხებსაც კი არ აძლევდნენ. მხოლოდ პირველი სასტუმროს აშენებიდან მესამე წელს მოხდა დაკრედიტება, როცა ტურისტების პირველი ნაკადი დიაძრა.
რეზორტის განვითარების გეგმის განხორციელება ბევრს უტოპიად ეჩვენებოდა, თუმცა სკეპტიციზმის მიუხედავად, გრძელვადიანი ხედვების მქონე ლოპოტა სპა-რეზორტის დამფუძნებელმა, გოგა მაისურაძემ ხორცი შეასხა იდეას. სასტუმრო კომპლექსი წლების განმავლობაში ვითარდებოდა და დღეს რეზორტი 200-მდე ოთახს აერთიანებს, რომლებიც ბუნებრივი ტბის გარშემო 14 შენობაშია გადანაწილებული. რეზორტის უზარმაზარი დახურული ტერიტორია მოიცავს ღია და დახურულ აუზებს, საუნასა და ჯაკუზის, ფიტნესცენტრს, სხვადასხვა სახის რესტორნებს, ღია ბუნგალოებს და ბარებს, კალათბურთისა და ხელბურთის კორტებს, მინი-გოლფის მოედანს, სათევზაო სივრცეს და საჯინიბოს, ლოპოტას ტყის სპას, შატო ბუერას და არაერთ სხვა გასართობ საშუალებას.
როგორც სასტუმრო კომპლექსში ამბობენ, ჯერ ყველაფერი წინაა. უახლოეს მომავალში ტერიტორიას ბიზნესსასტუმრო, პროფესიონალური ჩოგბურთის ღია და დახურული კორტები, აკვაპარკი, ჯაზკლუბი, ლუდსახარში, თევზის რესტორანი და არაერთი სხვა მასშტაბური სივრცე დაემატება.
დატოვე კომენტარი