შინამეურნეობების ვალის თანაფარდობა მშპ-სთან იზრდება. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წლის IV კვარტალში, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 36.7% შეადგინა, რაც ბოლო 3 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 2018 წლის საშუალო მაჩვენებელი 34.9%-ია. 2015 წელს შინამეურნეობების ვალის თანაფარდობა მშპ-სთან საშუალოდ 27% იყო, 2016 წელს ის 32.1%-მდე გაიზარდა, ხოლო 2017 წელს კი 33.4%-მდე.
შინამეურნეობების ვალის ფარდობა მშპ-სთან აჩვენებს თუ რამდენად მაღალი/დაბალია კერძო პირების მიერ კომერციული ბანკებიდან და არასაბანკო ფინანსური ორგანიზაციებიდან აღებული სესხების წილი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით.
საქართველოში ეს მაჩვენებელი ბევრად მაღალია ვიდრე რეგიონის ქვეყნებში. ასე მაგალითად, სომხეთში ის საშუალოდ 20%-ს შეადგენს (2017 წელი); თურქეთში 15%, ხოლო რუსეთში 13%.
რაც შეეხება გადახდების ფარდობას განკარგავად შემოსავალთან, სებ-ის მონაცემებით, ის საშუალოდ 14.5%-ს შეადგენს. 2017 წლის საშუალო მაჩვენებელი 14.2% იყო, ხოლო 2016-ის კი 12.9%.
დატოვე კომენტარი