ვებგვერდმა International Living-მა ახალი კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გამოვლინდა საუკეთესო ტროპიკული ადგილები მსოფლიოში, სადაც ცხოვრება $2000-ზე ნაკლები ჯდება თვეში.
თუ ამ თანხას აშშ-ში ცხოვრებისთვის საჭირო თანხას შევადარებთ, მნიშვნელოვან სხვაობას ვნახავთ. მაგალითად 2018 წლის მონაცემებით, საშუალოდ ამერიკული ოჯახი თვეში $5 102 დოლარს ხარჯავდა.
ამჟამად, კორონავირუსის პანდემიის გამო, მოგზაურობა შეზღუდულია, თუმცა, წარმოგიდგენთ ოთხ ადგილს, სადაც ცხოვრება $2000-ზე ნაკლები დაგიჯდებათ.
მექსიკა
მექსიკის ქალაქ სან-მიგელ-დელ-ალიენდეში წყვილს შეუძლია თვეში $1857 დოლარად იცხოვროს.
კოსტა რიკა
International Living-ის წარმომადგენელი კოსტა რიკიდან ქეთლინ ევანსი ამბობს, რომ ეს პატარა, ეკომეგობრული ქვეყანა ერთ-ერთი ყველაზე კარგი ადგილია მსოფლიოში უცხოელებისთვის, რათა მათ ჯანსაღად იხოვრონ.
მაგალითად, ქალაქ ათენასში წყვილს თვეში $1,518-ად შეუძლიათ ცხოვრება.
კოლუმბია
ეს ქვეყანა 2017 წლიდან უცხოელების რიცხვის ზრდას განიცდის. პენსიაში გასვლის შემდეგ, ადამიანები სწორედ კოლუმბიას ანიჭებენ უპირატესობას. ამასთან, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, კოლუმბია მსოფლიოში რიგით 22-ე ადგილს იკავებს ჯანდაცვის სისტემით, მაშინ როდესაც აშშ-ი ამ მხრივ 37-ე ადგილზეა.
გარდა ამისა, კოლუმბიაში ცხოვრებაც იაფია. მაგალითად, ქალაქ მედელინში წყვილს კომფორტულად შეუძლია თვეში $1394-ადაც კი იცხოვროს.
პანამა
International Living-ის წარმომადგენელი პანამაში ამ ქვეყანას აღწერს როგორც ერთ-ერთ ყველაზე მეგობრულს და მიმზიდველს უცხოელებისთვის.
თვეში ამ ქვეყანაში $800-ად ცხოვრება შესაძლებელია. ამ თანხით მაგალითად ქალაქ ბოკეტეში ორსაძინებელიანი სახლის ქირაობაც შეიძლება.
დატოვე კომენტარი