40 ახალი მილიარდერი, რომლებიც COVID-19-თან ბრძოლის შედეგად გამდიდრდნენ

40 ახალი მილიარდერი, რომლებიც COVID-19-თან ბრძოლის შედეგად გამდიდრდნენ

2020 წლის 11 მარტს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მსოფლიოში პანდემია ოფიციალურად გამოაცხადა. კორონავირუსის გავრცელების შედეგად დიდი ზარალი მიადგათ ბაზრებსა და ქვეყნების ეკონომიკას. ამასთან ერთად, დაზარალდნენ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანებიც. 2020 წელს ასობით მილიარდერი გამოეთიშა Forbes-ის მილიარდერთა სიას.

2021 წელს კი უმდიდრესთა ჩამონათვალს 493 ახალი მილიარდერი შეუერთდა. მათგან, სულ მცირე, 40 ის მილიარდერია, ვინც სიმდიდრის დაგროვება კორონავირუსთან ბრძოლის შედეგად შეძლო. მილიარდერთა შორის მნიშვნელოვან ნაწილს იკავებენ ის ადამიანები, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაში იყვნენ ჩართულები. მაგალითისთვის, Moderna-ს აღმასრულებელი დირექტორი, სტეფან ბანცელი, და BioNTech-ის თანადამფუძნებელი, უღურ შაჰინი.

ახალ მილიარდერთა შორის არიან ის ადამიანებიც, რომლებიც მომხმარებლებს კორონავირუსისგან თავის დასაცავი პროდუქტებით, სადიაგნოსტიკო ტესტებითა და სხვა საშუალებებით ამარაგებდნენ.

იმ უმდიდესთა შორის, რომელთაც მილიარდობით კაპიტალის დაგროვება შეძლეს კორონავირუსთან ბრძოლის შედეგად, ყველაზე წარმატებული ადამიანი ლი ჯიანკანია. იგი ჩინური სამედიცინო პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის Winner Medical-ის ხელმძღვანელია. მისი კომპანია აქტიურად ამარაგებს წინა ხაზზე მომუშავე სამედიცინო პერსონალს სამედიცინო ნიღბებითა და სხვა საშუალებებით.

გთავაზობთ 10 ახალი მილიარდერის ჩამონათვალს, რომლებმაც პანდემიასთან ბრძოლის შედეგად შეძლეს გამდიდრება:

ლი ჯიანკანი&ოჯახი

ქონების ღირებულება: $6.8 მილიარდი

სიმდიდრის წყარო: Winner Medical

მოქალაქეობა: ჰონკონგი

 

სტეფან ბანცელი

ქონების ღირებულება: $4.3 მილიარდი

სიმდიდრის წყარო: Moderna

მოქალაქეობა: საფრანგეთი

 

ლიუ ფანგუი

ქონების ღირებულება: $4.2 მილიარდი

სიმდიდრის წყარო: Intco Medical

მოქალაქეობა: ჩინეთი

 

უღურ შაჰინი

ქონების ღირებულება: $4 მილიარდი

სიმდიდრის წყარო: BioNTech

მოქალაქეობა: გერმანია

 

იუან ლიპინგი

ქონების ღირებულება: $3.6 მილიარდი

სიმდიდრის წყარო: BioKangtai

მოქალაქეობა: კანადა

 

ჰუ კუნი

ქონების ღირებულება: $2.5 მილიარდი

სიმდიდრის წყარო: Contec

მოქალაქეობა: ჩინეთი

 

ჩენ სიაო ინგი

ქონების ღირებულება: $2.4 მილიარდი

სიმდიდრის წყარო: Alibaba Health Information Technology

მოქალაქეობა: ჩინეთი

 

დაი ლიჟონგი

ქონების ღირებულება: $2.4 მილიარდი

სიმდიდრის წყარო: Sansure Biotech

მოქალაქეობა: ჩინეთი

 

კარინ სარტორიუს-ჰერბსტი

ქონების ღირებულება: $2.4 მილიარდი

სიმდიდრის წყარო: Sartorius AG

მოქალაქეობა: გერმანია

 

ულრიკე ბარო

ქონების ღირებულება: $1.5 მილიარდი

სიმდიდრის წყარო: Sartorius AG

მოქალაქეობა: გერმანია

 

Forbes-ის სრული სია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *