467 284 პირი საარსებო შემწეობას იღებს

რეგიონები, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი ცხოვრობს დახმარებაზე.

წლის დასაწყისიდან საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 25 172–ით გაიზარდა და მაისის მონაცემებით, თითქმის ნახევარი მილიონი – 467 284 პირი შეადგინა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ჯამში საარსებო შემწეობას მოსახლეობის 12.5% იღებს.

რეგიონების მიხედვით, საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა და წილი რეგიონების მთლიან მოსახლეობაში შემდეგია:

  • აჭარა – 42 061 (12.5%)
  • შიდა ქართლი – 47 048 (17.8%)
  • ქვემო ქართლი – 46 649 (11%)
  • სამცხე-ჯავახეთი – 11 756 (7.3%)
  • სამეგრელო–ზემო სვანეთი – 56 657 (17.1%)
  • მცხეთა–მთიანეთი – 15 393 (16.3%)
  • იმერეთი – 64 771 (12.1%)
  • კახეთი – 49 795 (15.6%)
  • რაჭა–ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 13 444 (42.3%)
  • გურია – 18 798 (16.6%)
  • თბილისი – 100 907 (9%)

საარსებო შემწეობა, იგივე მიზნობრივი სოციალური დახმარება არის ფულადი სახის გასაცემელი, რომლის მიზანია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

ამ მიზნით, მაისში სახელმწიფომ 27.7 მლნ ლარი გასცა. წლის დასაწყისიდან მაისის ბოლომდე პერიოდში კი 135 მილიონ ლარზე მეტი.