ახალი თაობის განვითარების ხელშეწყობისთვის თიბისიმ, სულ ცოტა ხნის წინ, ახალი აპლიკაცია – hi app-ი შექმნა, რომლის საშუალებით მოსწავლეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად მართონ საკუთარი ფინანსები და გამოიმუშაონ ფინანსების მართვის უნარები.
აპლიკაცია მოსახერხებელია მშობლებისთვისაც, რადგან hi app-ი მშობლებს შესაძლებლობას აძლევს, სურვილის შემთხვევაში, აკონტროლონ თავიანთი შვილის ფინანსები და ნახონ მისი ტრანზაქციები.
რამდენიმე დღეა, რაც მოსწავლეებს hi app-იდან შეუძლიათ 1 ლარად შეიძინონ 5 გბ ინტერნეტი. შეთავაზება მოქმედებს მაგთის, სილქნეტისა და სელფის აბონენტებისთვის. hi app-ის მომხმარებლებს შეთავაზების გააქტიურება მხოლოდ საკუთარ ნომერზე, კალენდარული თვის განმავლობაში ერთხელ შეუძლიათ.
შეგახსენებთ, რომ hi app-ით მოსწავლეებს დამოუკიდებლად შეუძლიათ ისეთი ოპერაციების შესრულება, როგორიცაა:
- ანგარიშზე თანხის გადარიცხვა
- მობილური ბალანსის შევსება
- ისეთი შეთავაზებების მიღება, რომლებიც მათზეა მორგებული
- ბალანსის შემოწმება
- გადახდის დღიური ლიმიტის გაკონტროლება
hi app-ით სარგებლობა უფასოა და ხელმისაწვდომია 18 წლამდე მოზარდებისთვის, რომლებსაც აქვთ თიბისის მოსწავლის ბარათი.
გადმოწერე hi app.