მაშინ, როდესაც გვაქვს Facebook, LinkedIn, WhatsApp, Viber და სხვა სწრაფი კომუნიკაციის აპლიკაციები, მსოფლიო პროფესიონალთა 86% კვლავ ელ. ფოსტით კომუნიკაციას ანიჭებს უპირატესობას. ეს 2020 წლის მონაცემებია და დღესაც კი, მომხმარებლები კლიენტთა მხარდაჭერის მიღებას მეილის მეშვეობით ამჯობინებენ.
ეფექტური იმეილ-კომუნიკაცია მნიშვნელოვანია კომპანიის იმიჯისთვის. უფასო იმეილ დომეინი კომფორტულია, თუმცა დრო მოვიდა Yahoo, Gmail, Hotmail და Mail.ru ჩაანაცვლოთ თქვენი კომპანიის დომეინით.
5 უპირატესობა, რასაც კორპორატიული მეილი მოგიტანთ
კორპორატიული იმეილი ნდობას აღძრავს მომხმარებელში
GoDaddy-ს მიერ ჩატარებულ კვლევაში ჩანს, რომ აშშ-ში გამოკითხულთა 75% ენდობა კომპანიებს, რომელთაც აქვთ კორპორატიული ელ. ფოსტის მისამართი.
უფასო იმეილის შექმნა ყველას შეუძლია. კორპორატიული მეილი კი თქვენი კომპანიის სანდოობასა და პროფესიონალიზმზე მეტყველებს. ადრესატი აცნობიერებს, რომ თქვენ დახარჯეთ დრო, თანხა და სხვა რესურსები, რათა უკეთ შეგეფუთათ თქვენი ბრენდი.
ძალიან შორს რომ არ წავიდეთ, დაფიქრდით, ალბათ თქვენც, პარტნიორულ ურთიერთობებს ისეთ კომპანიასთან უფრო მეტად დაიჭერდით, რომლის მეილიც არის FirstName@CompanyWebsite.GE ვიდრე, ისეთთან, რომელიც ასეთი მისამართიდან გიგზავნით შეტყობინებებს: companyWeb.ge@yahoo.com, ან info.company.ge@mail.ru.
კორპორატიული იმეილ მისამართით ნაკლებად მოხვდებით სპამში
თქვენც ნაკლებ სპამს მიიღებთ.
თუკი ოდესმე მიგიღიათ მეილი, სადაც გაცნობებენ, რომ თქვენი შორეული, მდიდარი ნათესავი გარდაიცვალა და მილიონობით დოლარი დატოვა თქვენს სახელზე, მაშინ იცით, რას ნიშნავს სპამი და რატომაც არიან უფასო იმეილ პროვაიდერები ფრთხილად ასეთი სახის იმეილებთან.
თქვენთვის, ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი Gmail -ის ხელოვნური ინტელექტი ოდნავ მაინც დაეჭვდება იმაში, რომ თქვენი შეტყობინება შეიცავს არასასურველ ინფორმაციას ან თაღლითურ კონტენტს, თქვენ მოხვდებით სპამში.
ამის თავიდან ასაცილებლად, შეგიძლიათ შექმნათ კორპორატიული ელ-ფოსტა Gmail-ზე და გაცილებით უსაფრთხოდ გამოიყენოთ იმეილ კომუნიკაციისთვის.
ასეთი მეთოდით, თქვენ დარწმუნდებით, რომ თქვენი მნიშვნელოვანი შეტყობინებები, შეთავაზებები, გაფრთხილებები და უბრალოდ „ნიუსლეთერები“ მივა თქვენს ადრესატებამდე.
კორპორატიული იმეილის შექმნა საკმაოდ იაფია და არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას
ვიცით, რომ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის (დიდი კომპანიებისთვისაც კი) რთულია ბიუჯეტიდან დამატებითი თანხის გამოყოფა. თანხებს მუდამ სიფრთხილით ეპყრობით და თითოეული სიახლე გაწერილი და დაგეგმილი უნდა იყოს.
თუმცა, კორპორატიული ელ-ფოსტის შექმნა არ მოითხოვს დიდ თანხებსა და ადამიანურ რესურსებს. მაგალითად ავიღოთ, Google Workspace ( იგივე G Suite) , რომელიც მოიცავს ფაქტიურად სრულ ვირტუალურ ოფისს. მისი ფასები $6-12-ია, პაკეტიდან გამომდინარე.
პროფესიონალური მეილის შექმნა Google Workspace ( იგივე G Suite)-ზე ძალიან მარტივია და მხარდაჭერასაც გაგიწევთ Google Cloud-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში. ჯეოსოფტი, დაგეხმარებათ არსებული ინფორმაციის მიგრაციაშიც.
ამით თქვენი მთავარი მღელვარების აღმოფხვრა გვინდა.
თქვენი კლიენტები გაცილებით მარტივად გიპოვიან
კორპორატიული ელ. ფოსტის მისამართი იმის საშუალებას მოგცემთ, რომ თითოეულ თანამშრომელს ჰქონდეს სტანდარტიზებული იმეილი. მაგალითად: Sakheli@Website.GE, Sakheli.Gvari@CompanyDomain.ge, S.Gvari@Company.COM. ხოლო დეპარტამენტებს შესაბამისი ჯგუფური მეილები: HR@companyDomain.com, Sales@domain.GE, Support@company.com და სხვა.
შედეგად, თქვენს კლიენტებს აღარ მოუწევთ იმაზე ფიქრი თუ სად იპოვონ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია; Gmail იყო თუ Yahoo ბოლოს რომ ისაუბრეს; HR-საც იგივე მეილი აქვს რაც გაყიდვებს თუ არა, და სხვა.
კორპორატიული მეილი ფაქტიურად, დამატებითი ბრენდინგია
იცით, რამდენჯერ უწევთ თქვენს თანამშრომლებს თავიანთი ელ. ფოსტის მისამართის გამოყენება ყოველდღიურ მიმოწერაში? წარმოიდგინეთ, რამდენ უცხო ადამიანს ეგზავნება მათგან შეტყობინება და რამდენი ადრესატი ხედავს მეილს თქვენი კომპანიის სახელით.
კორპორატიული იმეილი არის დამატებითი, უფასო ბრენდინგი და თქვენი ვებსაიტისა და კომპანიის რეკლამა.
კომპანიის წარმატებით მართვა შრომატევადი საქმეა. ეს არა მხოლოდ კარგი მარკეტინგული სტრატეგია და გაყიდვების გუნდის სტიმულირებაა, არამედ სწორი იმიჯი და საზოგადოებაში საკუთარი სახელის სწორად პოზიციონირება.
თუკი თვლით, რომ გჭირდებათ კორპორატიული იმეილი, უკვე წინ გადადგით ერთი ნაბიჯი. პროფესიონალის დახმარება თუ დაგჭირდებათ, მაშინ მიიღეთ მხარდაჭერა Geosoft-ისგან – საქართველოში ერთადერთი ოფიციალური Google Cloud პარტნიორისგან.
დატოვე კომენტარი