500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამის მეოთხე ნაკადზე განაცხადების მიღება დაიწყო

500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამის მეოთხე ნაკადზე განაცხადების მიღება დაიწყო

500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამის მეოთხე ნაკადზე განაცხადების მიღება დაიწყო და ის 27 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. 500 Georgia-ს საინვესტიციო პროგრამა სილიკონ ველიზე დაფუძნებულ 500 Global-ს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) და საქართველოს ბანკს შორის პარტნიორობის შედეგია. პროგრამა 500 Global-ის საინვესტიციო ექსპერტიზას და პარტნიორების საერთაშორისო ცოდნას აერთიანებს, რათა სტარტაპების დამფუძნებლებს საუკეთესო გამოცდილება შესთავაზოს. რეგიონული პროგრამის განხორციელებით 500 Global-ის მიზანი საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება, სტარტაპების კაპიტალით უზრუნველყოფა და კომპანიების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირების ხელშეწყობაა. პროგრამაში მონაწილე სტარტაპები 12 კვირიან ინტენსიურ პროგრამას გაივლიან, მათ ექნებათ წვდომა სტარტაპების, მენტორების და ინვესტორების ფართო აუდიტორიაზე, რათა მოხდეს მათი პოტენციალის მაქსიმიზაცია.

სტარტაპებს, რომელთა მიზანიც საზღვარგარეთ გაფართოებაა, შესაძლებლობა ექნებათ გამოიყენონ 500 Global-ის ტექნოლოგიური ჰაბები მსოფლიოს გარშემო. რაც მათ საშუალებას მისცემს, შეისწავლონ სხვა ბაზრები და აღმოაჩინონ პოტენციური კომერციული შესაძლებლობები.

პროგრამაში რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს:  https://500.co/accelerators/500-georgia.

500 Georgia-მ მესამე ნაკადის დემო დღეს 2023 წლის იანვარში უმასპინძლა. მასში მონაწილე 13-მა კომპანიამ (Bonpara, Epoint, GOTCHA, iDialogue, Kings, KOVZY, LiveBoard, Praktika, Pyme, QuickShipper, TASS VISION, Text’nPayMe და Voiceloft) სხვადასხვა ქვეყნიდან, საკუთარი სტარტაპი წარუდგინა ეკოსისტემის მნიშვნელოვან მონაწილეებს. სტარტაპები იყვნენ სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, უზბეკეთიდან და სხვა. რაც შეეხება ინდუსტრიებს, 500 Georgia-ს პროგრამის მესამე ნაკადში მონაწილე სტარტაპები ქმნიან და ავითარებენ ტექნოლოგიებს ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: განათლება, ფინანსები, ლოჯისტიკა, WEB3 და სხვა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, საქართველოს ბანკსა და  500 Global-ს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება 2020 წელს გაფორმდა, 2022 წელს კი მხარეებს შორის ოთხწლიან პარტნიორობას მოეწერა ხელი. მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, 500 Georgia ჩაატარებს წელიწადში ორ საინვესტიციო აქსელერაციის პროგრამას იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს სტარტაპებს საქართველოდან და რეგიონიდან.

500 Global-ის შესახებ:

500 Global არის გლობალური ვენჩურული კაპიტალის კომპანია, რომელიც 2.7 მილიარდიან აქტივებს მართავს. იგი ინვესტიციას ახორციელებს სტარტაპებში, რომლებიც ქმნიან სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს. 500 Global მჭიდროდ თანამშრომლობს ეკოსისტემის მთავარ მონაწილეებთან და კონსულტაციას უწევს მთავრობებს, შექმნან ისეთი სამეწარმეო ეკოსისტემა, რომელშიც სტარტაპებს ექნებათ სწრაფი განვითარების შესაძლებლობა. 2010 წლიდან დღემდე, 500 Global-მა მხარი დაუჭირა 5000-ზე მეტ დამფუძნებელს და 2700-ზე მეტ კომპანიას, 81 ქვეყნიდან. მისი პორტფოლიო მოიცავს 49 კომპანიას, რომელთა ღირებულება 1 მილიარდ დოლარზე მეტია და 150+ კომპანიას, რომელთა ღირებულება 100 მილიონ დოლარს აღემატება (მათ შორის არის კერძო, საჯარო და “exited” კომპანიები). 500 Global-ის გუნდი 180+ წევრს აერთიანებს 27 ქვეყნიდან, რომლებსაც წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება აქვთ.  S

დატოვე კომენტარი

58 კომენტარი

  1. ต้องการเล่นพนันแม้ว่าไปคาสิโนไม่ได้ ปัญหาโลกแตกนี้จะหมดไปนะครับด้วยเหตุว่า UFABET ได้ยกคาสิโนมาไว้ให้แล้ว มีเกมมากทั้งยังบาคาร่า สล็อต พนันบอล มองบอลสด มีหมดขอรับ แค่เพียงสมัครเป็นสมาชิกกับเราก็เช่นเดียวกันกับไปคาสิโนจริงๆเลยนะครับ

  2. Nice post. I was checking continuously this blog and I am impressed! Extremely useful information specially the last part 🙂 I care for such info much. I was looking for this particular information for a long time. Thank you and good luck.

  3. Greetings from Los angeles! I’m bored to death at work so I decided to browse your site on my iphone during lunch break. I really like the knowledge you present here and can’t wait to take a look when I get home. I’m shocked at how fast your blog loaded on my phone .. I’m not even using WIFI, just 3G .. Anyhow, excellent blog!

  4. Howdy just wanted to give you a quick heads up and let you know a few of the images aren’t loading properly.I’m not sure why but I think its a linking issue.I’ve tried it in two different internet browsers and both show the same results.

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *