შვეიცარიელი მილიარდერი ბანკირი ბენჟამინ დე როთშილდი 57 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. ის შვეიცარიული ბანკის Edmond de Rothschild ჰოლდინგის დირექტორთა საბჭოს 1997 წლიდან ხელმძღვანელობდა.
აღნიშნული ჰოლდინგი მსხვილ კერძო კაპიტალს მართავს. საუბარია $175 მილიარდის მოცულობის აქტივებზე, მათ შორის არის ფრანგული და შვეიცარიული ბანკები, რესტორნები, სასტუმროები და ა.შ.
ცნობისთვის, ბენჟამინ დე როთშილდი შვეიცარიაში რიგით 33-ე ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო. მისი ქონება Forbes-ის მიხედვით, $1.5 მილიარდს აჭარბებდა.
ჰოლდინგი Edmond de Rothschild ბენჟამინის მამამ ედმონდ დე როთშილდმა 1953 წელს დააარსა. აღსანიშნავია, რომ როთშილდების ოჯახს ევროპული ბანკების მართვის 300-წლიანი ისტორია აქვთ.
დატოვე კომენტარი