Forbes-ის მილიარდერთა სიის მიხედვით კი დღეს მსოფლიოში 65 მილიარდერია, რომელთა ქონებაც საქართველოს ეკონომიკას, ანუ 15 მლრდ დოლარს აღემატება.
Forbes-ის 2018 წლის პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში ჯამში 2208 მილიარდერი შედის, მათი ჯამური ქონება კი $9.1 ტრილიონს აჭარბებს. 400 ყველაზე მდიდარი ამერიკელის ქონება კი $2.9 ტრილიონს აჭარბებს, რაც გაერთიანებული სამეფოს მშპ-ს აღემატება.
საქართველოს მშპ მიმდინარე ფასებში 2017 წლის მონაცემებით, 38 მლრდ ლარს აღემატება, დოლარში კი 15.1 მილიარდს. Forbes-ის მილიარდერთა სიის მიხედვით კი დღეს მსოფლიოში 65 მილიარდერია, რომელთა ქონებაც საქართველოს ეკონომიკას, ანუ 15 მლრდ დოლარს აღემატება.
სიაში პირველ ადგილზე, როგორც ცნობილია ჯეფ ბეზოსი დგას, რომლის ქონებაც 5 ნოემბრის მონაცემებით, 137 მილიარდი დოლარია, ანუ საქართველოს ეკონომიკაზე დაახლოებით, 9-ჯერ მეტი. იმ მილიარდერების სიის ბოლოში, რომელთა ქონებაც საქართველოს ეკონომიკაზე მეტია დონალდ ბრენი დგას, 86 წლის ამერიკელის ქონება $16.4 მილიარდია.
საქართველოს ქონებას აღემატება H&M ერთ-ერთი დამფუძნებლის სტეფან პერსონის ქონება, რომელიც დღეს Forbes-ს $16.7 მილიარდად აქვს შეფასებული. Facebook დამფუძნებლის მარკ ცუკერბერგის ქონება საქართველოს მშპ-ზე 3.7-ჯერ მეტი გამოდის.
ბილ გეითსის ქონება საქართველოს მშპ-ზე 6.3-ჯერ მეტია, პლანეტის ნომერ მესამე ყველაზე მდიდარი ადამიანის უორენ ბაფეტის კი 5.6-ჯერ.
თუკი 2016 წლის მონაცემებს ავიღებთ, ვნახავთ, რომ იმ პერიოდში პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანის ბილ გეითსის ქონება ($75 მილიარდი) მცირედით – 1 მილიარდი დოლარით აღემატებოდა მიანმარის მშპ-ს. ამავე პერიოდში ამანსიო ორტეგა ეთიოპიის მშპ-ს ტოლ ქონებას ფლობდა ($67 მილიარდი), ბაფეტის ქონება ლუქსემბურგის მშპ-ს ტოლი იყო ($60.8 მლრდ), წლევანდელი ლიდრის ჯეფ ბეზოსის ქონება კი 2016 წელს ბელარუსის მშპ-ს უტოლდებოდა ($45.2 მლრდ).
2018 წლის მონაცემებით, ჯეფ ბეზოსის ქონება უტოლდება უკრაინის მშპ-ს (ქვეყნის მშპ $95 მლრდ), უორენ ბაფეტის კენიის ( ქვეყნის მშპ $75.1 მლრდ), კარლოს სლიმის კი ლიბიას ($54 მლრდ).
დატოვე კომენტარი