DataFest Tbilisi-ზე ჩამოდიან სპიკერები ისეთი გლობალური კომპანიებიდან, როგორებიცაა Google Cloud, Facebook, Amazon, Zalando და 30 სხვა.
მონაცემებისა და კომუნიკაციების თემაზე ამ მასშტაბის ღონისძიება კავკასიის რეგიონში აქამდე არ ჩატარებულა.
DataFest Tbilisi-ს სხვადასხვა ქვეყნიდან 500 მონაწილე ეყოლება: ჟურნალისტები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების აქტივისტები, მარკეტინგის სპეციალისტები, ბიზნესმენები, მთავრობის წარმომადგენლები, მონაცემთა ანალიტიკოსები, ვებ-დეველოპერები, დიზაინერები და ა.შ.
ღონისძიება უნიკალურია იმით, რომ იძლევა მრავალფეროვანი გამოცდილების მიღების საშუალებას: (1) მონაწილეები პირველ დღეს ინდუსტრიის ლიდერებისგან ინსპირაციულ გამოსვლებს მოისმენენ, (2) მეორე დღეს ამავე ექსპერტებისგან თემატურ სემინარებზე უფრო სიღრმისეულად შეისწავლიან მათთვის საინტერესო საკითხებს და (3) მესამე დღეს datathon-ებზე უკვე პრაქტიკაში გაატარებენ იმ ცოდნას, რაც პირველი ორი დღის განმავლობაში დააგროვეს.
წლევანდელი ფესტივალი 6 თემას მოიცავს:
1. მონაცემების კომუნიკაციაში დიზაინის გამოყენება
2. მონაცემთა ჟურნალისტიკა
3. ფინანსური მონაცემები და ტექნოლოგიები
4. მონაცემების გამოყენება პოლიტიკასა და მმართველობაში
5. ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა მეცნიერება
6. მონაცემების გამოყენება ბიზნესსა და მარკეტინგში
დამატებითი ინფორმაცია DataFest Tbilisi-ისა და წლევანდელი სპიკერების შესახებ:
● https://www.facebook.com/DataFestTbilisi/
DataFest Tbilisi 2018-ის ორგანიზატორები არიან ForSet და Data Science Tbilisi, პარტნიორებთან ერთად: Prague Civil Society Centre, Eastern Partnership Civil Society Facility, Zalando, თბილისის მერია, Fintech.ge, Exactpro Systems, Check in Georgia, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, RStudio, DW Akademie, FLEX Program, რადიო შოკოლადი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, წყალი სნო, Dunkin’ Donuts, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტო, Marketer.ge, Forbes Georgia.
დატოვე კომენტარი