Boeing-მა განაცხადა, რომ კომპანიის შეკვეთები ბოლო 20 წლის ისტორიულ მინიმუმზეა, აღნიშნულს კი 737 Max-ს უკავშირებს. ამის შესახებ BBC-ი იუწყება.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ამერიკულმა კომპანიამ დაკარგა ტიტული მსოფლიოს უდიდესი თვითმფრინავის მწარმოებლის მისი ევროპული კონკურენტის Airbus-ისგან განსხვავებით.
Boeing-ის თქმით, შეკვეთებმა სულ 54 თვითმფრინავი შეადგინა, მაშინ როცა აღნიშნული რიცხვი 893-ს აღწევდა გასულ წელს.
აღსანიშნავია, რომ ავიაკატასტროფის შემდეგ Boeing-მა რეპუტაცია დაკარგა და ავიაკატასტროფის შემდეგ Boeing 737 Max-ის ფრენები თავიანთ საჰაერო სივრცეში აკრძალა აშშ-მა, ჩინეთმა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა.
შეგახსენებთ, რომ Boeing 737 Max 10-14 მარტს ჩამოვარდა. თვითმფრინავის ბორტზე 157 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი დაიღუპა. Boeing 737 MAX-მა ავიაკატასტროფა 2018 წლის ნოემბერშიც განიცადა და მაშინ 189 ადამიანი დაიღუპა.
წყარო: BBC
დატოვე კომენტარი