500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამა მეხუთე ნაკადის მისაღებად უკვე მზადაა და ელის სტარტაპებს, რომლებიც საინტერესო მისიითა და ხედვით გამოირჩევიან. თავის მხრივ, მონაწილე სტარტაპებს საშუალება ექნებათ, გაიარონ გადამზადების 3-თვიანი ინტენსიური კურსი, რომელიც დემო დღით დასრულდება.
და მაინც, რატომ უნდა დარეგისტრირდე ამ პროგრამაზე, თუკი ტექნოლოგიური სტარტაპის დამფუძნებელი ხარ? საამისო მიზეზი ბევრია, თუმცა, რამდენიმე მათგანზე ოდნავ უფრო ვრცლად გიამბობთ.
- გექნება საშუალება, მენტორების ღირებული გამოცდილებისა და ცოდნის შესახებ მეტი გაიგო
პროგრამის მიმდინარეობის განმავლობაში გექნება უნიკალური შესაძლებლობა, აქტიური კომუნიკაცია გქონდეს მენტორებთან, რომლებიც ტექნოლოგიურ სფეროში განსაკუთრებული გამოცდილებითა და ცოდნით გამოირჩევიან. 3-თვიანი ინტენსიური კურსის განმავლობაში სწორედ ამ პროფესიონალებისგან მიიღებ მრავალ რჩევასა და ხედვას, რომლებიც, საბოლოო ჯამში, სტარტაპის სტრატეგიის ჩამოყალიბებასა და ბიზნესიდეის დახვეწაში ძალიან დაგეხმარება.
- სხვა სტარტაპებთან ნეთვორქინგი
მიუხედავად იმისა, რომ სტარტაპერები სწორედ ახლა იწყებენ ამ ინდუსტრიაში თავის დამკვიდრებას, პირველი ნაბიჯები ყოველთვის უფრო საინტერესოა, რადგან ამ დროს იღებენ ისინი კრიტიკულ გადაწყვეტილებებს და უშვებენ იმ შეცდომებს, რომლებიც მათ სამომავლოდ სწორი მიმართულების აღებაში ეხმარებათ.
პროგრამის განმავლობაში სწორედ ასეთ სტარტაპერებთან გექნება ურთიერთობა და მეტს გაიგებ მათი გამოცდილების, პირველი ნაბიჯების და იმ გზის შესახებ, რომლის გაკვალვასაც შენ და სხვა სტარტაპერები ერთად ცდილობთ.
- უნიკალური თეორიული ცოდნის მიღება
პროგრამის პირველ ეტაპზე ღირებულ თეორიულ ცოდნას მიიღებ, რომელსაც შემდეგ პრაქტიკაში გამოიყენებ. თეორიული ცოდნა შეიძლება აერთიანებდეს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: პროდუქტზე მუშაობის მეთოდოლოგია, მომავალი კლიენტებისთვის პროდუქტის სწორად წარდგენა, ინვესტორებთან ურთიერთობა და სხვა.
- პრაქტიკული სამუშაოები
თეორიული ცოდნის დაგროვების შემდეგ კი გექნება საშუალება, მენტორის ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ აღმოაჩინო და გატესტო სხვადასხვა სტრატეგია და მიდგომა შენივე სტარტაპზე, რაც საბოლოო ჯამში, შენი ბიზნესიდეის დახვეწაში ძალიან დაგეხმარება.
- ინვესტიციებზე ზრუნვა
500 Georgia-ს პროგრამაში მონაწილეობის კიდევ ერთი უპირატესობაა, რომ მასში მოხვედრა 500-ის მხრიდან ინვესტიციის მიღების შანსს ნიშნავს. ამავდროულად კი გეძლევა შესაძლებლობა, მენტორებთან ერთად ჩამოაყალიბო ფონდების მოძიების სტრატეგიები და, რაც მთავარია, პირდაპირ დაუკავშირდე ინვესტორებს, რომლებსაც 500-ის ნეთვორქინგის ღონისძიებებზე გაიცნობ!
- სტარტაპის ცნობადობის ზრდა
500 Georgia-ში მონაწილეობა პირდაპირ გულისხმობს იმას, რომ 500 გლობალურ ქსელში გაწევრიანდები, რაც ძალიან ბევრ კარს ხსნის მოტივირებული სტარტაპერისთვის! პროგრამის განმავლობაში სხვა სტარტაპერებთან ერთად აუცილებლად მოხვდები ღონისძიებებსა და კონფერენციებზე, რაც ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანის გაცნობის შესაძლებლობას მოგცემს! ეს ყველაფერი კი შენივე სტარტაპის ცნობადობას მნიშვნელოვნად აამაღლებს აქსელერატორის ფართო „ქსელში“.
- დემო დღის გამოცდილება
პროგრამის 3-თვიანი გადამზადების დამაგვირგვინებელი დღე სწორედ რომ დემო დღეა. ეს არის ერთგვარი ღონისძიება, რომელზეც კურსის განმავლობაში მიღებული ცოდნა დამსწრე აუდიტორიას უნდა გაუზიარო. ამ დღეზე არამხოლოდ საკუთარი სტარტაპის უპირატესობების წარდგენის საშუალება გექნება, არამედ იმ გამოწვევასთან შეჭიდებაც მოგიწევს, რასაც მიღებული ცოდნის 2 წუთში ჩატევა გულისხმობს. სწორედ ეს 2 წუთი გადაწყვეტს შენს წარმატებას 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამაში.
- ზრდის შესაძლებლობა
საბოლოო ჯამში, 500 Georgia-ს პროგრამა მოგცემს უნიკალურ ცოდნას, დაგეხმარება, ისწავლო ინვესტორებთან სწორი კომუნიკაცია, გექნება შესაძლებლობა, შენი ბიზნესიდეა მნიშვნელოვნად დახვეწო, ისწავლი, თუ როგორ მოარგო შენი პროდუქტი ბაზარს, გაიგო მეტი ახალი ბაზრების შესახებ და შეძლო, სწორედ ეს ბაზრები აითვისო.
მოკლედ, ისღა დაგრჩენია, შეავსო სარეგისტრაციო ფორმა და შენი ამბიციური მიზნები რეალობად აქციო!
S