2016 წელს ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 10.4 პროცენტით გაუფასურდა. 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში აღნიშნულია, რომ გაუფასურება გამოწვეულია ერთის მხრივ აშშ დოლარის გამყარებით, ხოლო მეორე მხრივ რუსეთში და რუსეთის ეკონომიკასთან მჭიდროდ დაკავშირებული ეკონომიკების ქვეყნებში ეკონომიკური კრიზისით. აღნიშნულ პერიოდში ლარი ევროსთან მიმართებაში 6.9 პროცენტით გაუფასურდა.
ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი, რაც წარმოადგენს ლარის საშუალო კურსს, სავაჭრო პარტნიორების კურსებთან მიმართებაში, გაუფასურდა 3.7 პროცენტით. 2017 წლის რვა თვეში ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 8.2 პროცენტით გამყარდა და 2.43 ლარი შეადგინა ერთ აშშ დოლარზე, ხოლო ლარის ევროსთან გაუფასურებამ 3.1% შეადგინა. ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი, რაც წარმოადგენს ლარის საშუალო კურსს სავაჭრო პარტნიორების კურსთან, გამყარდა 2.7 პროცენტით.
დატოვე კომენტარი