წლის I კვარტალში უცხოელი ტურისტების მიერ განხორციელებული ვიზიტებისას საქართველოში გაწეული ხარჯები 1.2 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 15.2 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საქსტატის მონაცემებით, ვიზიტზე საშუალო ხარჯი წინა წელთან შედარებით 16.1 პროცენტით შემცირდა და 889.7 ლარი შეადგინა.
მიუხედავად იმისა, რომ 2012-2017 წლებში საქართველოში ტურისტების რაოდენობა გაორმაგდა, თითო ტურისტის მიერ ქვეყანაში დახარჯული თანხა, მცირედით $318.6-დან $364.2-მდე გაიზარდა. ამ მაჩვენებლით, საქართველო ჩამოუვარდება მის მსგავს ეკონომიკებს, სადაც თითო ვიზიტზე ტურისტის მიერ დახარჯული თანხა საშუალოდ $500-800-ს შეადგენს.
მსოფლიო ბანკის 2016 წლის მონაცემებით კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში თითო ტურისტის მიერ დახარჯული თანხის მოცულობა საშუალოდ შემდეგია:
უნგრეთი – $1400
აზერბაიჯანი – $1400
თურქეთი – $900
კვიპროსი – $900
სომხეთი – $750
ჩეხეთი – $750
ლატვია – $700
პოლონეთი – $650
საბერძნეთი – $600
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი სხვა ქვეყნებთან შედარებით მაღალი არ არის, ქვეყნის მშპ-ში მისი წილი 15%-ს აღემატება (2016 წელი). მონტენეგროში ეს მაჩვენებელი 21%-ს აღემატება, ხორვატიაში 19%-ს. მშპ-ში ტურიზმის წილით საქართველო უსწრებს მაგალითად საბერძნეთს, სადაც ეს მაჩვენებელი 8%-ზე დაბალია.
დატოვე კომენტარი