24 თებერვალს რუსეთი სუვერენული და თავისუფალი უკრაინის ტერიტორიაზე ბარბაროსულად შეიჭრა, რათა უკრაინელი ერის არჩევანი – იყოს დამოუკიდებელი, ღირსეული და თავისუფალი და ამავდროულად, ევროპული ერთობის ნაწილი – საბოლოოდ შეეყვანა ჩიხში.
ამ გაუმართლებელი მიზნის მისაღწევად მტრული სახელმწიფო უკვე ერთი კვირაა დაუნდობელ და ყოვლად გაუმართლებელ საომარ მოქმედებებს ეწევა მთელი უკრაინის მასშტაბით. უდანაშაულო მსხვერპლი, დანგრეული ქალაქები და ქაოსი – ეს ის მძიმე შედეგია, რაც რუსეთის ფედერაციის ხელწერად იქცა. რუსული სამხედრო აგრესია მრავალჯერ გამოცადა საქართველომ, დღემდე გრძელდება ჩვენი სამშობლოს ოკუპაცია.
ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ უკრაინელი ერი ამ უთანასწორო ბრძოლიდან გამარჯვებული და ამაყი გამოვა – უკრაინის, საქართველოსა და მსოფლიოს უკეთესი მომავლისთვის.
დარწმუნებულნი ვართ, უკრაინელი ხალხის სულისკვეთებასა და უკრაინელი ხალხის ერთიანობაში. მსოფლიოც არასდროს ყოფილა ასეთი სოლიდარული და ერთიანი მშვიდობიანი ქვეყნის მხარდასაჭერად და აგრესიული მტრის წინააღმდეგ.
დღეს, ისე როგორც არასდროს, Forbes-ის 30 წლამდელებს გვსურს უპირობო და სრული მხარდაჭერა გამოვუცხადოთ უკრაინელ ხალხსა და უკრაინის სუვერენიტეტს.
Слава Україні! Героям Слава!
Forbes 30 Under 30 გამარჯვებულები
დატოვე კომენტარი