Telegram-ის მომხმარებლის კონფიდენციალურობა ხელშეუხებელია - პაველ დუროვი

Telegram-ის მომხმარებლის კონფიდენციალურობა ხელშეუხებელია - პაველ დუროვი

პოპულარული სოციალური პლატფორმის, Telegram-ის დამფუძნებელი, პაველ დუროვი აპლიკაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

თუ ჩემს პოსტებს თვალყურს ადევნებთ, იცით, რომ დედის მხრიდან ჩემი ოჯახი კიევიდანაა. მისი ქალიშვილობის გვარი უკრაინულია (ივანენკო) და დღემდე ბევრი ნათესავი გვყავს უკრაინაში. ამიტომაც, ეს ტრაგიკული კონფლიქტი ჩემთვის და Telegram-ისთვის პირადულია.

ზოგს აინტერესებს, არის თუ არა Telegram-ი უკრაინელებისთვის ნაკლებად უსაფრთხო, რადგან ოდესღაც მე რუსეთში ვცხოვრობდი. ნება მომეცით მოვუყვე ამ ხალხს, თუ როგორ დასრულდა ჩემი კარიერა რუსეთში.

ცხრა წლის წინ ვიყავი VK-ს აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც რუსეთსა და უკრაინაში ყველაზე დიდი სოციალური ქსელი იყო. 2013 წელს რუსეთის უშიშროების სააგენტო FSB-მ მოითხოვა, რომ მათთვის მიმეწოდებინა იმ უკრაინელი მომხმარებლების პირადი მონაცემები, რომლებიც პრორუსულ პრეზიდენტს აპროტესტებდნენ.

მე უარი ვთქვი ამ მოთხოვნების შესრულებაზე, რადგან ეს ჩვენი უკრაინელი მომხმარებლების ღალატს ნიშნავდა. ამის შემდეგ, ჩემ მიერ დაარსებული კომპანიიდან გამაგდეს და იძულებული გავხდი, რუსეთი დამეტოვებინა.

მე დავკარგე ჩემი კომპანია და სახლი, თუმცა მე ისევ ასე მოვიქცეოდი – უყოყმანოდ. სიამაყით ვივსები, როცა ვკითხულობ ჩემს 2014 წლის პოსტს, სადაც ნაჩვენებია FSB-ს ბრძანებები და ჩემი საფირმო პასუხი – ძაღლი კაპიუშონით.

როცა მე მათ მოთხოვნებს ვეწინააღმდეგებოდი, ჩემთვის რისკები მაღალი იყო – მე ჯერ კიდევ რუსეთში ვცხოვრობდი და ჩემი გუნდიც და კომპანიაც იქ იყო.

მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა და ბევრი რამ შეიცვალა: მე აღარ ვცხოვრობ რუსეთში, იქ აღარც თანამშრომლები მყავს და არც კომპანიები მაქვს. მაგრამ ერთი რამ უცვლელი რჩება – რაც არ უნდა მოხდეს, მე მხარს ვუჭერ ჩვენს მომხმარებელს. მათი კონფიდენციალურობის უფლება წმინდაა – ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *