გრანთ თორნთონ საქართველოს ახალი კამპანია - „Be a Changemaker“

გრანთ თორნთონ საქართველოს ახალი კამპანია - „Be a Changemaker“

ცვლილებები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. თითოეული ცვლილება ახალი გამოცდილების მიღების საფუძველია, რაც ზრდის კონკრეტული ადამიანის თუ საზოგადოების განვითარების შესაძლებლობებს. ცვლილებები საშუალებას გვაძლევს დროულად ვუპასუხოთ ახალ გარემოებებს, გარდავქმნათ არსებული რეალობა და მიდგომები, გავაფართოოთ ჩვენი ხედვის ჰორიზონტი და თავად გავხდეთ ცვლილების ინიციატორები.

გრანთ თორნთონ საქართველო ნათლად ხედავს საზოგადოების წინსვლის შესაძლებლობებს ცვლილებებში. სწორედ ამიტომ, იწყებს კამპანიას, სახელწოდებით „Be a Changemaker”, რომელიც მიზნად ისახავს:

  • პროფესიული ცოდნისა და კვალიფიკაციის გადაცემას როგორც დამწყები, ასევე პროფესიონალი პირებისთვის, რისთვისაც კომპანია უზრუნველყოფს მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილების ისეთი ფორმით გაზიარებას, რაც ყველა დაინტერესებული მხარისათვის იქნება ღირებული და რელევანტური. პირველ რიგში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის ფარგლებში, გრანთ თორნთონის პროფესიონალთა გუნდი ხელს შეუწყობს ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენასა და მათ კარიერულ ზრდას, ე.წ. ბუთქემფების ორგანიზებით. გარდა ამისა, კამპანიის მიზანია აამაღლოს ცნობიერება ბიზნესის მართვისა და მეწარმეობის თავისებურებებთან დაკავშირებით ახალგაზრდებში, რაც გულისხმობს აკადემიური ღონისძიებების, ტრენინგებისა და სემინარების ჩატარებას სკოლებში. ასევე, კამპანიის აღნიშნული მიმართულების ფარგლებში, გრანთ თორნთონი უხელმძღვანელებს გამოცდილი კადრებისთვის საჭირო გადასამზადებელ ტრენინგ-კურსებსა და ვებინარებს, რაც დარგის პროფესიონალებს დაეხმარებათ არსებული ცოდნის გამოყენების მეთოდებისა და მიდგომების გაუმჯობესებაში.
  • სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების მხარდაჭერას, რაც გულისხმობს ბიზნესის დაწყების მსურველებისათვის პრაქტიკული ცოდნისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას. ბიზნესის განვითარების საწყის ეტაპზე, როცა სტარტაპერები შესაძლოა ვერ აანალიზებდნენ იმ ყოფით პრობლემებს, რომლებიც თან სდევს სტარტაპის ჩამოყალიბებას, კვალიფიციურ ბიზნესექსპერტიზას გადამწყვეტი როლი ენიჭება იდეის წარმატებულ ბიზნესად გარდაქმნის პროცესში. კამპანიის ფარგლებში, ერთი მხრივ, გრანთ თორნთონი სტარტაპერებს გაუზიარებს გამოცდილებას პროექტების გამართვაში, ინვესტორის მოსაზიდად პროცესების გაუმჯობესებასა და სხვადასხვა საკონსულტაციო საკითხებში. მეორე მხრივ, დაეხმარება ინვესტორებს საინვესტიციო პროექტების ანალიზსა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
  • თანამედროვე სამუშაო გარემოს პრინციპებისა და პრაქტიკების გაზიარებას, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივ ბაზარზე საერთაშორისო მეთოდების დანერგვას, ინოვაციური სისტემების გამოყენებას სამუშაო პროცესში და მოქნილი სამუშაო სივრცეების ორგანიზებას.  თანამედროვე სამუშაო მოდელების ადაპტაცია ადგილობრივ მეთოდებთან აამაღლებს დასაქმებულებსა და  მათ ხელმძღვანელებს შორის სოციალური ურთიერთობების ხარისხს, რაც თავის მხრივ თანამშრომელთა გაზრდილი მოტივაციისა და ეფექტიანი ორგანიზაციული გარემოს წინაპირობაა. გრანთ თორნთონის საერთაშორისო გამოცდილება და მიდგომები ადამიანური კაპიტალის მართვასთან დაკავშირებით, მაქსიმალურად ორიენტირებულია თანამშრომლებისა და მომხმარებლების საჭიროებებზე. კომპანიის თითოეული ქმედება ფოკუსირებულია სამუშაოს „რეჰუმანიზაციაზე“, რაც გულისხმობს მოქნილი, ძლიერი, თვითმართვადი და კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული გუნდების ჩამოყალიბებას. კამპანიის მიზანია გრანთ თორნთონის გუნდის მიერ შემუშავებული სამუშაო პროცესის მართვის ინკლუზიური მოდელებისა და სისტემების გაზიარება, რაც გააუმჯობესებს ადგილობრივი კომპანიების ინოვაციურობის, მრავალფეროვნებისა და ცვლილებებთან ადაპტაციის მაჩვენებლებს.

კამპანიის „Be a Changemaker”-ის ფარგლებში, გრანთ თორნთონის გუნდის მთავარი გზავნილი ცვლილებებისადმი მიმღებლობაა. როგორც ბერძენი ფილოსოფოსი, ჰერაკლიტე აღნიშნავდა, „არაფერია მუდმივი ცვლილებების გარდა“. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების თითოეულმა წევრმა ფეხი აუწყოს სამყაროს მუდმივ ცვალებადობას და არა მხოლოდ, თავადაც გახდეს ისეთი ცვლილების ინიციატორი, რომელიც პროგრესისა და საერთო კეთილდღეობის საფუძველი იქნება.

„გრანთ თორნთონის გუნდში მიგვაჩნია, რომ საზოგადოების უწყვეტი სურვილი სწორედ მუდმივი განვითარებაა, რაც ცვლილებების გარეშე გარდაუვალია. ცოდნის მიღება და მისი გამოყენება კი ამ ცვლილებების განმაპირობებელი ფაქტორია.

ჩვენ დადგენილ სტანდარტებს ყოველთვის ინდივიდუალური ხედვითა და შემოქმედებითი იდეებით ვპასუხობთ. არსებულ და მომავლის გამოწვევებს მუდმივად მზად ვხვდებით და მოქნილად ვუწყობთ ფეხს ბიზნეს სექტორში მიმდინარე პროცესებს. სწორედ ამიტომ, გვსურს კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ წინ და წვლილი შევიტანოთ საზოგადოებისთვის სასარგებლო ფასეულობების შექმნაში.“- აცხადებს გრანთ თორნთონის მმართველი პარტნიორი, ვახტანგ ცაბაძე.

განვითარება ცვლილებების გარეშე შეუძლებელია, შეუერთდი კამპანიას და გახდი გრანთ თორნთონის გუნდთან ერთად ცვლილებების ინიციატორი, გახდი „changemaker”.

 

გრანთ თორნთონის შესახებ

გრანთ თორნთონი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი დამოუკიდებელი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების საერთაშორისო ქსელია. გრანთ თორნთონის წევრი ფირმები პროფესიონალური რჩევებით ეხმარებიან დინამიკურ ორგანიზაციებს მათი ზრდა-განვითარების პოტენციალის გამოვლენაში. გრანთ თორნთონის გუნდის წევრები, პარტნიორთა ხელმძღვანელობით, მაქსიმალურად იყენებენ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას იმისათვის, რომ კარგად გაიაზრონ საჯარო, თუ კერძო კომპანიების წინაშე მდგარი გამოწვევები და დაეხმარონ მათ პრობლემების გადაწყვეტაში. გრანთ თორნთონის 62,000-მდე თანამშრომელი, 140-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს იმისათვის, რომ იყოს გამორჩეული კლიენტების, კოლეგებისა და საზოგადოებისათვის.

გრანთ თორნთონი აღნიშნავს ბრენდს, რომლის სახელითაც გრანთ თორნთონის წევრი ფირმები თავიანთ კლიენტებს უწევენ აუდიტორულ, საგადასახადო და საკონსულტაციო მომსახურებებს და/ან აღნიშნავს ერთ, ან მეტ წევრ ფირმას, კონტექსტიდან გამომდინარე. გრანთ თორნთონ საქართველო არის გრანთ თორნთონ ინთერნეშენალის წევრი. გრანთ თორნთონ ინთერნეშენალი და მისი წევრი ფირმები არ წარმოადგენენ მსოფლიო მასშტაბის პარტნიორობას. გრანთ თორნთონ ინთერნეშენალი და ყოველი წევრი ფირმა წარმოადგენს ცალკე იურიდიულ პირს. მომსახურების მიმწოდებლები არიან წევრი ფირმები. გრანთ თორნთონ ინთერნეშენალი და მისი წევრი ფირმები არ არიან აგენტები, და/ან არ გააჩნიათ ვალდებულებები ერთმანეთის წინაშე და არ არიან პასუხისმგებელნი ერთმანეთის მოქმედებაზე ან უმოქმედობაზე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *