აშშ-ში პასპორტებს გენდერნეიტრალური აღნიშნვა - X დაემატება

აშშ-ში პასპორტებს გენდერნეიტრალური აღნიშნვა - X დაემატება

ამიერიდან, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები პასპორტში გენდერნეიტრალური აღნიშნვის – X-ის გამოყენებას შეძლებენ, – გადაწყვეტილება ქვეყნის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გააჟღერა. აღსანიშნავია, რომ მომავალი წლიდან გენდერნეიტრალური აღნიშნვის გამოყენება ყველა ამერიკულ სახელმწიფო დოკუმენტში იქნება შესაძლებელი.

„კვლევებისა და კომუნის წევრების უკუკავშირის საფუძვლიანი განხილვის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტებში არსებული X-აღნიშნვის მნიშვნელობა განისაზღვრება, როგორც „დაუკონკრეტებელი ან სხვა გენდერული იდენტობა“, – განაცხადა ბლინკენმა და დასძინა, რომ ეს დეფინიცია დაიცავს ადამიანების პირად უსაფრთხოებას და გააღრმავებს ინკლუზიურობას.

აღსანიშნავია, რომ ეს გადაწყვეტილება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჯერ კიდევ გასული წლის ივნისში მიიღო. იმ დროს ცნობილი გახდა ისიც, რომ მოქალაქეები გენდერის არჩევას თვითონ შეძლებენ, ყოველგვარი სამედიცინო დასკვნის გარეშე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *