ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლები 8%-ით გაიზარდა

ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლები 8%-ით გაიზარდა

წლის პირველ ნახევარში საქართველოში მოქმედი ტელევიზიების სამაუწყებლო შემოსავლებმა 65.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 4.3 მლნ ლარით, ანუ 7%–ით აღემატება. აქედან მაუწყებლებმა 34.2 მლნ ლარის სამაუწყებლო შემოსავალი წლის მეორე კვარტალში მიიღეს, 31.5 მლნ ლარის კი პირველ კვარტალში.

წლის პირველ 6 თვეში ტელევიზიების მთლიანი შემოსავლები, როგორც სამაუწყებლო, ისე არასამაუწყებლო 70.2 მლნ ლარი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7.8 მლნ ლარით გაზრდილი მაჩვენებელია.

რაც შეეხება ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლებს (განცხადებები, პროდუქტის განთავსება (Product Placement), რეკლამა, სპონსორობა, ტელეშოფინგი), წლის პირველ 6 თვეში ტელევიზიებმა ამ გზით 32 592 746 ლარი მიიღეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 2.4 მლნ ლარით, ანუ 8%–ით აღემატება.

ტელეკომპანიების მიხედვით, სარეკლამო შემოსავლები შემდეგნაირად გადანაწილდა:

რუსთავი 2 – 13.4 მლნ ლარი; ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.2 მლნ ლარი

ტელეიმედი – 11.7 მლნ ლარი; ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 937 ათასი ლარი

ტელეკომპანია პირველი – 1.5 მლნ ლარი; ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 486 ათასი ლარი

სილქნეტი – 1.2 მლნ ლარი; ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 161 ათასი ლარი

საზოგადოებრივი მაუწყებელი – 440 131 ლარი; კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 82 370 ლარი

ჯი-დი-ეს თი-ვი – 865 ათასი ლარი; ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 364 ათასი ლარი

დანარჩენი შემოსავალი კი სხვა ტელევიზიებზე ნაწილდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *