6 თვეში საბიუჯეტო ორგანიზაციებმა პრემიებსა და დანამატებზე 109.3 მლნ ლარი დახარჯეს

6 თვეში საბიუჯეტო ორგანიზაციებმა პრემიებსა და დანამატებზე 109.3 მლნ ლარი დახარჯეს

წლის პირველ ნახევარში საბიუჯეტო ორგანიზაციებმა პრემიებზე 2.9 მლნ ლარი, ხოლო დანამატებზე 106.4 მლნ ლარი დახარჯეს. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მხარჯავმა ორგანიზაციებმა დანამატებზე 13 მილიონი ლარით მეტი დახარჯეს. ზრდა 13.9%–ია.

ბიუჯეტის მონიტორის მიხედვით, დანამატების ხარჯი სახელმწიფო სტრუქტურებში გაცემული მთლიანი თანამდებობრივი სარგოს 15%–ს შეადგენს, თუმცა ეს მოცულობა სხვადასხვა უწყებებში განსხვავდება. სამი საჯარო უწყების შემთხვევაში კი დანამატებზე თანამდებობრივი სარგოს 20–50% იხარჯება.

კერძოდ, აღნიშნული 3 უწყებაა: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, სადაც საანგარიშო პერიოდში დანამატებზე 320 000 ლარი, ანუ თანამდებობრივი სარგოს 24.4% დაიხარჯა. 5 მლნ ლარი დახარჯა დანამატებზე საერთო სასამართლოებმა, რაც მათი შრომის ანაზღაურების 22.3%–ს შეადგენს. თავდაცვის სამინისტრომ კი სახელფასო დანამატებზე 39.2 მლნ ლარი დახარჯა, რაც მთლიანი ანაზღაურების 22%–ია.

  • 8.1 მლნ ლარი მიმართა დანამატებზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, რაც მათი შრომის ანაზღაურების 19.8%–ს შეადგენს.
  • 40.2 მლნ ლარი შსს–მ – შრომის ანაზღაურებაში დანამატის წილი 17.6%–ია.
  • ჯანდაცვის სამინისტროს დანამატის ხარჯი 1.8 მლნ ლარია; მათი შრომის ანაზღაურების 11.5%.
  • ფინანსთა სამინისტრომ დანამატებზე 6 თვეში 1,256,480 ლარი დახარჯა. წილი მთლიან შრომის ანაზღაურებაში 4.6%–ია.
  • იუსტიციის სამინისტროს დანამატის ხარჯი 748,837 ლარია. წილი მთლიან შრომის ანაზღაურების ხარჯში კი 2.14%–ია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *