კინოთეატრების ქსელ AMC-ში ბილეთების შეძენა კრიპტოვალუტითაცაა შესაძლებელი

კინოთეატრების ქსელ AMC-ში ბილეთების შეძენა კრიპტოვალუტითაცაა შესაძლებელი

ამიერიდან, AMC-ის კინოთეატრებში გამართულ სეანსებზე დასასწრებად საჭირო ბილეთების შეძენას მომხმარებლები კრიპტოვალუტებით შეძლებენ – ეს ფუნქციონალი ამ დრომდეც იყო ხელმისაწვდომი, მაგრამ ახლა ის სმარტფონის აპლიკაციასაც დაემატა. ბილეთების შეძენა ბიტკოინით, ეთერით, ბიტკოინ-ქეშით, ლაიტკოინით, დოჯკოინითა და შიბა-ინუთი შეიძლება, თუმცა კომპანია Apple Pay-ს, Google Pay-ს, PayPal-სა და პლასტიკურ ბარათებსაც ატარებს.

ისე კი, როგორც ჩანს, კრიპტოვალუტებით გადახდის ფუნქციონალის დამატება AMC-ისთვის მხოლოდ მარკეტინგი როდია – ამ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, კომპანიის ონლაინ-ტრანზაქციების 14%-იანი წილი, სწორედ კრიპტოვალუტებზე მოდის.

ცნობისთვის, AMC-ი კინოთეატრების მსოფლიოს უდიდესი ოპერატორია – გლობალურად კომპანია 1000 კინოთეატრს ფლობს, რომლებშიც 10 ათასზე მეტ დარბაზი არის განთავსებული.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *