27 აპრილს, თბილისში ქართულ-უკრაინული საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართება. ლურჯი & ყვითელი გააერთიანებს სხვადასხვა ჟანრის ხელოვანებს, მუსიკოსებსა და მოცეკვავეებს.
მონაწილეები:
- ქართული ნაციონალური ბალეტი სუხიშვილები – ახალი თაობა
- 𝙺𝚊𝚑𝚊𝚋𝚎𝚛𝚒 & 𝙺𝚑𝚊𝚗𝚞𝚖𝚜
- Tamada
- თეა დარჩია
- Luna997
- NIKAKOI
ადგილმდებარეობა: რესპუბლიკა • Republic Event Hall
დასაწყისი: 19:00 საათი
საქართველოში მკვეთრადაა გამოხატული უკრაინის მიმართ საქართველოს მოსახლეობისა და ბიზნეს სექტორის მხარდაჭერა; სწორედ ამიტომ, შესაძლებელი გახდა დაგვეორგანიზებინა ღონისძიება, რომლის ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება უკრაინის მხარდასაჭერ ფონდში. ღონისძიების შემდეგ კი გამოქვეყნდება შესაბამისი ანგარიში.
ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება ქართველი მხატვრების გამოფენა-გაყიდვა, რომლის წარმდგენია Artu.ge.
ბილეთები:
- საცეკვაო ზონა – 60₾
- ლაუნჯ ზონა (ლაუნჯი 1 პერსონაზე, welcome drink, კანაპე სეტი) – 300₾
გიწვევთ გაატაროთ ოთხშაბათი საღამო გამორჩეულ ღონისძიებაზე და ამავდროულად დაეხმაროთ უკრაინას!
ღონისძიებიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება უკრაინის მხარდამჭერ ფონდში – თავდაცვისა და ჰუმანიტარული დახმარებისთვის.
თუ გაქვთ სურვილი გაიღოთ მეტი შემოწირულობა დაგვიკავშირდით- https://www.facebook.com/WelcometoGeorgiaAward
ორგანიზატორები:
- უკრაინული საზოგადოება – უკრაინის მოსახლეობა და მათი მხარდამჭერები
- Welcome to Georgia • ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება
- Artu.ge
- რესპუბლიკა • Republic Event Hall
მხარდამჭერი: თბილისის მერია
დატოვე კომენტარი