ყველასთვის კარგად არის ცნობილი, განათლების მნიშვნელობა და ღირებულება, რომელიც პირველ რიგში საკუთარი თავის რწმენისა და მიზანდასახულობის მოპოვებაში გვეხმარება.
უძველესი დროიდან მოყოლებული, დღემდე არ კარგავს აქტუალობას დისკუსია, რატომ გვჭირდება განათლება და რატომ უნდა შევიძინოთ შესაბამისი ცოდნა თუ უნარები.
რა გვჭირდება იმისთვის, რომ განათლების დონე იყოს მაღალი?
ამ კითხვის პასუხად, საკმაოდ ბევრი პუნქტი შეგვიძლია ჩამოვთვალოთ, თუმცა უმთავრეს ფაქტორად თამამად შეგვიძლია დავასახელოთ განათლების ხელმისაწვდომობა ყველასთვის.
მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი საკმაოდ პრობლემურია, მისი გადაჭრის გზები დღეს ნამდვილად არსებობს.
ხარისხიანი განათლების მიღების უფლება ყველა ადამიანს აქვს, თუმცა მაღალი ხარისხის საუნივერსიტეტო განათლების მიღება მატერიალურ ხარჯებთან არის დაკავშირებული. დღეს ბევრი ახალგაზრდა დგას გამოწვევების წინაშე, დაიფინანსოს უკეთესი მომავალი.
ასეთ დროს, მნიშვნელოვანია, სტუდენტებს ვინ და როგორ უჭერს მხარს. რეალურად, ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი, რათა სტუდენტებს მატერიალური თვალსაზრისით გავუადვილოთ სწავლა და ფინანსურ საკითხებზე ფიქრის ნაცვლად მათი ძალები მთლიანად ხარისხიანი განათლების მიღებაზე იყოს მიმართული.
რა კეთდება ამ მიმართულებით?
ხარისხიანი განათლების მიღების ხელშეწყობა და რეალური მხარდაჭერა ყველა ადამიანის თუ ორგანიზაციის სოციალური პასუხისმგებლობის საგანია.
სულ ახლახან კრედო ბანკი გამოვიდა ინიციატივით, და ბაზარზე წარადგინა უნიკალური მახასიათებლების მქონე პროდუქტი – სტუდენტური სესხი, რომლითაც სტუდენტებისთვის განათლების მიღება უფრო ხელმისაწვდომი ხდება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული საბანკო პროდუქტი, თავისი სპეციალური პირობებით, საქართველოს მასშტაბით უკონკურენტოა.
შეთავაზება გულისხმობს შემდეგ პირობებს:
- სტუდენტური სესხის აღების მარტივი პროცედურა, ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე, მხოლოდ პირადობის მოწმობისა და სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი ცნობის საფუძველზე;
- უპრეცენდენტოდ დაბალი საპროცენტო განაკვეთი: 2.6%-დან (ეფექტური 3.7%-დან) წელიწადში;
- საშეღავათო პერიოდი: სურვილის შემთხვევაში, აღებული სესხის გადახდა სწავლის დასრულებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ არის შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ კრედო ბანკი მუდმივად ცდილობს, განახორციელოს პროექტები, რომლებიც მის სოციალურ პასუხისმგებლობას ზრდის და მომხმარებლის საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებულია.
სტუდენტურ სესხთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ „კრედო ბანკის“ ვებგვერდს.
კრედო ბანკი: *4242
დატოვე კომენტარი