დღეს, 20:00 საათზე, საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური ბანკი, „Bank of Georgia UPDATE – ტექნოლოგიების დღეს“ გამართავს. არ გამოტოვოთ ღონისძიება, სადაც სპიკერები მიმდინარე საინტერესო პროექტებზე, სამომავლო გეგმებზე და სიახლეებზე მოგიყვებიან.
ღონისძიებისთვის თვალის მიდევნებას Facebook Live-ში შეძლებთ: https://bit.ly/3vB7y2a
Bank of Georgia UPDATE-ის ფარგლებში, დაანონსდება სამომავლო გეგმები, პროდუქტები და სერვისები, რომელსაც ბანკი ტექნოლოგიების გამოყენებით, მომხმარებლისთვის უკეთესი გამოცდილების შექმნის მიზნით ავითარებს. ღონისძიების სპიკერები საქართველოს ბანკის გუნდის წევრები იქნებიან. ისინი ისეთ თემებზე ისაუბრებენ, როგორიცაა:
- საქართველოს ბანკის მობილბანკის მომავალი
- გადახდების მართვის მეთოდი ბიზნესისთვის
- ბიზნესისთვის საჭირო სერვისები
- ყიდვის ახალი გამოცდილება
- ქართული ენის ტრანსფორმაცია
- სწრაფი და მოქნილი პლატფორმა ციფრული პროდუქტებისთვის და სხვა.
ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: https://bit.ly/3w2IGzh
დატოვე კომენტარი