უორენ ბაფეტმა ქველმოქმედებისთვის დამატებით $4 მილიარდი გაიღო

უორენ ბაფეტმა ქველმოქმედებისთვის დამატებით $4 მილიარდი გაიღო

საინვესტიციო ჰოლდინგ Berkshire Hathaway-ს ხელმძღვანელმა, უორენ ბაფეტმა ქველმოქმედების მიზნით დამატებით 4 მილიარდი დოლარი გაიღო.

აღნიშნული თანხა ხუთ საქველმოქმედო ორგანიზაციაზე გადანაწილდება, მათ შორის, ბილ და მელინდა გეიტსების ფონდსა და ბავშვთა დახმარების ორგანიზაციაზე. თანხის უდიდესი ნაწილი ბაფეტმა საფონდო ბირჟაზე Berkshire-ის აქციების გაყიდვით მიიღო.

აღსანიშნავია, რომ 91 წლის ინვესტორი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე აქტიური ფილანთროპია. ბაფეტი გეგმავს, რომ გარდაცვალების შემდეგ საკუთარი $96-მილიარდიანი ქონება საქველმოქმედო საქმიანობისთვის გაიღოს და აქტივების 99% დახმარების ფონდებს შესწიროს.

უორენ ბაფეტის მიერ ქველმოქმედებისთვის გაცემული თანხის საერთო მოცულობა $50 მილიარდ დოლარს აჭარბებს, უმსხვილეს ფილანთროპთა რეიტინგში $35 მილიარდით მეორე ადგილს ბილ და მელინდა გეიტსები იკავებენ, მესამეს კი – ჯორჯ სოროსი, რომელსაც ცხოვრების განმავლობაში ქველმოქმედებისთვის 20 მილიარდამდე დოლარი აქვს გაღებული.

Forbes-ის შეფასებით, „ომაჰელი ორაკული“ ამჟამად მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მეხუთე ადგილს იკავებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *