საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) დირექტორი კრისტინ ლაგარდი მაისის მეორე ნახევარში თბილისს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან. ლაგარდი თბილისში ყაზახეთში დაგეგმილი ტურნეს შემდეგ ჩამოვა.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტრის ვიზიტი დაიგეგმა.
კრისტინ ლაგარდი ამ თანამდებობას 2011 წლიდან იკავებს. ის Forbes-ის ყველაზე გავლენიანი ქალების სიაში მესამე ადგილზეა. ლაგარდი ფინანსურ და ეკონომიკურ რეკომენდაციებს აძლევს მსოფლიოს 189 ქვეყანას, მათ შორის ჩინეთს, რუსეთსა და ბრიტანეთს. ლაგარდის მმართველობის პერიოდში IMF-ს ისეთ საკითხებზე მოუწია მუშაობა, როგორიც მაგალითად ევროზონის ვალთან დაკავშირებული კრიზისი იყო. წელს კი ლაგარდმა ბანკებს ღიად მოუწოდა უფრო სწრაფი ტემპით განვითარდნენ ციფრული ეკონომიკის ხანაში და გახდნენ მოწყვლადები ციფრული ვალუტების მიმართ.
დატოვე კომენტარი