Gazprom-მა გერმანიასა და იტალიას გაზის მიწოდება შეუმცირა

Gazprom-მა გერმანიასა და იტალიას გაზის მიწოდება შეუმცირა

რუსულმა სახელმწიფო კომპანია Gazprom-მა გერმანიისა და იტალიისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.

Gazprom-ის განმარტებით, გაზის მიწოდება Nord Stream 1-ის მილსადენის საშუალებით, დაახლოებით, 40%-ით შემცირდება, რისი მიზეზიც ტექნიკური პრობლემაა. აღნიშნულის შესახებ დამატებითი დეტალები ენერგოკომპანიას არ გაუსაჯაროებია.

გარდა ამისა, იტალიური სახელმწიფო კომპანია Eni იუწყება, რომ Gazprom-მა ბუნებრივი აირის მიწოდება იტალიას 15%-ით შეუმცირა. ამ შემთხვევაში რუსული კომპანიის ოფიციალურ წარმომადგენლობას საჯარო განმარტება არ გაუკეთებია.

გერმანიის ვიცე-კანცლერი რობერტ ჰაბეკი რუსული ენერგოგიგანტის გადაწყვეტილებას „პოლიტიკურად მოტივირებულ“ ნაბიჯს უწოდებს, რისი მიზანიც, ევროკავშირისთვის სამაგიეროს გადახდა და ენერგორესურსების ფასების ხელოვნურად გაზრდაა.

მიწოდების შეზღუდვის შედეგად, ევროპის მასშტაბით ბუნებრივი აირის ღირებულება მკვეთრად არის მომატებული – ერთკვირიან ჭრილში EU-ში გაზის ფასი თითქმის 46%-ითაა გაზრდილი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *