EIB-ის ხელმძღვანელი: შესაძლოა, უკრაინის აღდგენა €1 ტრილიონი დაჯდეს

EIB-ის ხელმძღვანელი: შესაძლოა, უკრაინის აღდგენა €1 ტრილიონი დაჯდეს

შესაძლებელია, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო დაზარალებული ქვეყნის აღსადგენად €1 ტრილიონის მოცულობის საგარეო დახმარება გახდეს საჭირო, – ამის შესახებ ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ხელმძღვანელმა, ვერნერ ჰოიერმა განაცხადა.

„თანხად ტრილიონს ვასახელებ, რადგან საჯარო სივრცეში სრულიად არარეალურ რიცხვებს გადავეყარე, რომლებიც უკრაინისთვის მიყენებულ ზიანს არ გამოხატავენ“, – განაცხადა ვერნერ ჰოიერმა და დასძინა, რომ უკრაინის აღდგენაში გადამწყვეტი როლი ევროპამ უნდა ითამაშოს.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის აღდგენისთვის საჭირო თანხა 23-24 ივნისს დაზუსტდება, როცა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ბრიუსელში შეიკრიბებიან, უკრაინის რეკონსტრუქციის გეგმისა და მისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე სასაუბროდ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *