უკრაინელები შავ ზღვაში რუსეთის ოფშორულ პლატფორმებს აფეთქებენ

უკრაინელები შავ ზღვაში რუსეთის ოფშორულ პლატფორმებს აფეთქებენ

გასულ თვეს უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებმა შავ ზღვაში რუსული ბუნებრივი აირის პლატფორმაზე იერიში მიიტანეს. 26 ივნისს, შუაღამით მიტანილმა იერიშმა რუსული ოფშორული პლატფორმა „ტავრიდა“ დააზიანა, რომელიც რუსულმა არმიამ უკრაინულ კომპანიას ჯერ კიდევ 2014 წელს ომის საწყის ეტაპზე წაართვა.

„ტავრიდაზე“ თავდასხმა უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების საზღვაო ოპერაციების ერთ-ერთი ნაწილია, რომელიც რუსული ძალების დასავლეთ შავი ზღვის რეგიონიდან განდევნას ისახავს მიზნად.

„ტავრიდა“ საბურღი პლატფორმა გახლდათ, რომელსაც ნავთობის ან ბუნებრივი აირის მოპოვება ზღვის ფსკერიდან შეეძლო. მისი აგებულების გამო კი ის ძირითადად სანაპირო წყლებზე ტივტივებს. თუმცა, უკრაინელების მიერ განხორციელებული თავდასხმის მომენტში ოდესიდან სამხრეთით, კონტინენტურ შელფზე იმყოფებოდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სარდლობის მიერ გავრცელებული ვიდეო-მტკიცებულების თანახმად, უკრაინელებმა საბურღ პლატფორმაზე იერიში Neptune-ის კლასის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტით მიიტანეს.

ცნობისათვის, Neptune-ი ადგილობრივი წარმოების ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტაა. სისტემა ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტის გამაძლიერებლის, ტურბორეაქტიულ მოწყობილობას, რადარის დანადგარსა და 150 კილოგრამიან საბრძოლო მასალის მქონე ქობინს აერთიანებს. Neptune-ის ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტის გასროლა ხმელეთიდან ხდება და სამიზნის განადგურება 100 კილომეტრამდე რადიუსში შეუძლია. 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის დროს, უკრაინის საზღვაო ძალები Neptune-ის გამშვების პირველ პროტოტიპის ტესტირების ეტაპზე იყო.

ცნობისათვის, 13 აპრილს რუსული სარაკეტო კრეისერი „მოსკოვი“ სწორედ ორი ერთეული Neptune-ის ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტის მოხვედრის შედეგად ჩაიძირა.

უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების შესაძლებლობები კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც აშშ-დან და დანიიდან Harpoon-ის ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები მიეწოდა. მათი მიზნის მიღწევა რუსეთის საზღვაო ბლოკადის მოხსნის შესახებ, ასეთი შეიარაღებით უფრო მიღწევადია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *