ივლისში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილები $98 მილიონით გაიზარდა

ივლისში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილები $98 მილიონით გაიზარდა

საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები 2022 წლის ივლისში 2021 წლის ივლისთან შედარებით 98 მლნ აშშ დოლარით, 47%-ით გაიზარდა. ივლისში ქვეყანაში სულ 306 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა.

იანვარ-ივლისში საქართველოში, საერთო ჯამში, 2.1 მილიარდი აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც 2021 წლის იანვარ-ივლისის მაჩვენებელზე 62%-ით (801 მლნ აშშ დოლარით) მეტია.

ივლისში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების ზრდა ყველაზე მეტად რუსეთიდან გადმორიცხვებმა განაპირობა, საიდანაც 101 მლნ აშშ დოლარი შემოვიდა, რაც 2021 წლის ივლისის მაჩვენებელზე 2.5-ჯერ მეტია. ასევე, ფულადი გზავნილები ბელარუსიდან გაიზარდა 10 მლნ აშშ დოლარით, ყირგიზეთიდან – 8 მლნ აშშ დოლარით. აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთიდან მიმდინარე წლის ივნისში 132 მლნ აშშ დოლარით მეტი თანხა გადმოირიცხა, ვიდრე მიმდინარე წლის ივლისში.

მნიშვნელოვნად შემცირდა გზავნილები უკრაინიდან – 2021 წლის ივლისში 7.4 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, მიმდინარე წლის ივლისში კი მხოლოდ 48 ათასი აშშ დოლარი.

ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 28 მლნ აშშ დოლარი გადაირიცხა, რაც 1 მლნ აშშ დოლარით მეტია 2021 წლის ივლისის მაჩვენებელზე.

ქვეყნები, საიდანაც ივლისში ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად გაიზარდა (მონაცემები მლნ აშშ დოლარშია ნაჩვენები):

წყარო: ეროვნული ბანკი
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *