ენტონი ფაუჩი თანამდებობას ტოვებს

ენტონი ფაუჩი თანამდებობას ტოვებს

ენტონი ფაუჩი თანამდებობას ტოვებს. როგორც BBC წერს, აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორი და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მთავარი სამედიცინო მრჩეველი აცხადებს, რომ ის 38-წლიანი ხელმძღვანელობის შემდეგ თანამდებობას დეკემბერში დატოვებს.

„ჩემთვის დიდი პატივი იყო, ამ უწყებისთვის მეხელმძღვანელა“, – განაცხადა 81 წლის ფაუჩიმ.

“ვგეგმავ კარიერის მომდევნო ეტაპზე გადასვლას, ვინაიდან ჩემს სფეროში მუშაობის ენერგია და სურვილი ჯერ კიდევ მაქვს”, – დასძინა მან.

აღსანიშნავია, რომ ფაუჩი კოვიდპანდემიის პერიოდში განსაკუთრებით პოპულარული პირი გახდა. მისი განცხადებები და მოსაზრებები სამედიცინო წრეებში ერთ-ერთი ყველაზე სანდო და ყურადსაღები იყო.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ენტონი ფაუჩის მადლობა გადაუხადა.

„აშშ უფრო ძლიერი, უფრო მდგრადი და ჯანმრთელია მისი დამსახურებით“, – განაცხადა ბაიდენმა.

ფაუჩი აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტს 1968 წელს შეუერთდა, დირექტორად კი 1984 წელს, შიდსის ეპიდემიის დროს დაინიშნა. მან აშშ-ის შვიდი პრეზიდენტის პერიოდი გამოიარა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *