ბოლო დღეებში თურქული ბანკების აქციებმა ისტორიაში უდიდესი სამდღიანი კლება განიცადა. ორ თვეში დაახლოებით 150%-იანი მატების შემდეგ, გასულ ორშაბათს Borsa Istanbul Banks-ის ინდექსი 24%-ით დაეცა და $5.1 მილიარდი იზარალა. ხუთშაბათს ინდექსის ღირებულება კიდევ 10%-ით შემცირდა.
სფეროს ანალიტიკოსების მოსაზრებით, აღნიშნული ვარდნა აშშ-ში მოსალოდნელზე მაღალი ინფლაციითაა გამოწვეული.
საინტერესოა ისიც, რომ თურქული ბანკების აქციებმა მიმდინარე წელს მაღალი მოგების მოლოდინებით გარკვეული ფინანსური მხარდაჭერა მიიღეს. აქედან გამომდინარე ფინანსური ინსტიტუტების ხელმძღვანელებმა საპროცენტო განაკვეთის შემცირება გადაწყვიტეს. ამან კი 80%-იანი ინფლაციის მიუხედავად საბანკო ობლიგაციების მფლობელების მოგება გაზარდა.
დატოვე კომენტარი