საქართველოში სექტემბერში ფასები 0.8%-ით გაიზარდა

საქართველოში სექტემბერში ფასები 0.8%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, სექტემბერში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების დონე 0.8%-ით გაიზარდა, წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) კი 11.5% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო პროდუქცია 11.5%-ით გაძვირდა.

სექტემბერში ფასები მნიშვნელოვნად შემდეგ პროდუქტებზე გაიზარდა: ბოსტნეული – 7.6%, რძე, ყველი და კვერცხი – 4.6%, მინერალური და უალკოჰოლო სასმელები – 2.3%, ხილი – 2%. საშუალო განათლება 11.6%-ით გაძვირდა, ხოლო სკოლამდელი და დაწყებითი განათლება 6.1%-ით.

ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად სურსათი და უალკოჰოლო სასმელები გაძვირდა – 17.6%-ით. მათ შორის პური 33%-ით, რძე, ყველი და კვერცხი 23%-ით, ზეთი და ცხიმი 21%-ით, ყავა და ჩაი 19%-ით, ხორცი და ხორცის პროდუქტები 10%-ით. ტრანსპორტი 14.1%-ით გაძვირდა, კომუნალური გადასახადები 12.2%-ით, სასტუმროები და კაფეები – 15.7%-ით.

წლიური ინფლაციის მაჩვენებლები

წყარო: საქსტატი

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *