ოქტომბერში საქართველოში 345 ათასი ტურისტი შემოვიდა

ოქტომბერში საქართველოში 345 ათასი ტურისტი შემოვიდა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2022 წლის ოქტომბერში საქართველოში 498 477 ვიზიტორი შემოვიდა, საიდანაც 344 595 იყო ტურისტი (24 საათზე მეტ ხანს გაჩერდა საქართველოში).

2021 წლის ოქტომბერთან შედარებით, წელს ოქტომბერში 2-ჯერ (278 ათასი კაცით) მეტი ვიზიტორი შემოვიდა, ხოლო ტურისტების რაოდენობა 83%-ით არის გაზრდილი. თუმცა, 2019 წლის ოქტომბერთან შედარებით ვიზიტორების რიცხვი 36%-ით ნაკლებია. 2019 წლის ოქტომბერში 284 ათასი ვიზიტორით მეტი შემოვიდა, ვიდრე 2022 წლის ოქტომბერში. მათ შორის, ტურისტების რაოდენობა 94 ათასით მეტი იყო.

მიმდინარე წლის ოქტომბერში ყველზე მეტი ვიზიტორი – 109 ათასი რუსეთიდან შემოვიდა, რაც გასული წლის ოქტომბერზე 80 ათასით მეტია. თურქეთიდან 81 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, სომხეთიდან 73 ათასი, ისრაელიდან 24 ათასი და უკრაინიდან 15 ათასი.

ათი თვის ჯამში, იანვარ-ოქტომბერში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურისტების რაოდენობა 138%-ით გაიზარდა, ხოლო ვიზიტორების რაოდენობა 189%-ით. ათი თვეში საქართველოში 4.4 მილიონი ვიზიტორი შემოვიდა, საიდანაც ტურისტი 3 მილიონი იყო. ყველაზე მეტი – 889 ათასი ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა. შემდეგ თურქეთი მოდის 624 ათასი ვიზიტორით.

10 ქვეყანა, საიდანაც ოქტომბერში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა

ქვეყანაოქტომბერი, 2022
რუსეთი109,158
თურქეთი81,033
სომხეთი72,877
ისრაელი23,761
უკრაინა15,133
აზერბაიჯანი13,719
ყაზახეთი9,461
ბელარუსი9,066
ირანი8,012
გერმანია5,679

წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *